FM97.5 / LIVE

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში

მთავარისაზოგადოება 12.05.2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არალში, უდესა და ზარზმაში ტაძრები მოილოცა. ასევე, უწმინდესმა არალში შშმ ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში

დღეს, 12 მაისს, დილიდან, ილია მეორეს არალში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან, მრევლი ყვავილებით ელოდა.

„ძალიან ბედნიერი დღეა, ყველას გვიხარია უწმინდესის ჩამობრძანება. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი მთელ ქვეყანას“, – ამბობს არალში მცხოვრები ნანა მათოშვილი.

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენშიპატრიარქმა არალში მრევლი დალოცა: „ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან ერთად ამ წმინდა ტაძარში, რომელიც ბრწყინვალედ აგიშენებიათ. შევთხოვ უფალს, რომ მოიღოს წყალობა, სიხარული და სიყვარული თქვენ ზედა. მრავალი განსაცდელი გამოუვლია ჩვენ ქვეყანას, ღმერთი ყოველთვის იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან. დალოცვილი იყოს თქვენი ოჯახები, თქვენი სახლი, თქვენი კარი, თქვენი საქმიანობა“.

წმინდა ნინოს ტაძრის მოლოცვის შემდეგ, უწმინდესმა არალში შშმ ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა და ბავშვები დალოცა.

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში იღუმენი ნატალიას თქმით, ილია მეორე სოფელ არლის ტაძარს პირველად ესტურმა: „დიდი იყო მოლოდინი სოფლის მოსახლეობის. მოსწავლეები ყვავილებით დახვდნენ, მონასტერიც და მთელი სოფელიც გახარებულია, რომ უწმინდესის მასპინძლობა მოუხდათ“.

უწმინდესს ადიგენში სტუმრობისას წვიმიანი ამინდი დახვდა. ავდრის მიუხედავად მას მრევლი უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან ქოლგებით დახვდა. აქ ილია მეორემ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ნიკოლოზის თქმით, დღეს მესხეთისთვის უდიდესი დღეა, რადგან რეგიონს უწმინდესი სტუმრობს და ასევე, აწყურის ღვთიმსშობლის ხატს მოაბრძანებენ: „მთელი კუთხე ბედნიერია, ჩვენს ეპარქიაში განსაკუთრებული სიხარულის დღეა“.

ხვალ ილია მეორე აწყურის ღვთისმშლობლის ტაძარს მოილოცავს და რეგიონს დატოვებს. უწმინდესი მესხეთს გუშინ, 11 მაისს ესტუმრა და ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი მოილოცა.

ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორი დღეა მესხეთს საქართველოს პატრიარქი სტუმრობს [Video]
საქართველოს პატრიარქს არლის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან ელოდებიან
ილია მეორე არლის ტაძარს პირველად ესტუმრა  [Photo]
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს
მესხეთში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან
ილია მეორემ შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა [Photo]
ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“