FM97.5 / LIVE

მესხეთში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან

მთავარისაზოგადოება 10.05.2015
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 11–დან 13 მაისის ჩათვლით სამცხე–ჯავახეთის ტაძრებს მოილოცავს.

მესხეთში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან

პატრიარქი რეგიონს ხვალ, 11 მაისს ეწვევა. სამღვდელოება და მოსახლეობა ილია მეორეს 14:00 საათზე, სლესის ციხესთან დახვდება. ხვალ პატრიარქი ჯერ ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრება, შემდეგ კი მას, საეპარქიო რეზიდენციაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თედორე უმასპინძლებს.

12 მაისს პატრიარქი ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების მოსალოცად ადიგენში გაემგზავრება. ილია მეორე არლის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს მოინახულებს და ეპარქიასთან არსებული შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს. იგი ასევე, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავს, დღის ბოლოს კი უწმიდესი, უდის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს მოინახულებს და ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში გაემგზავრება.

ვიზიტის მესამე დღეს ილია მეორე აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავს, სადაც ასევე შესრულდება პარაკლისი.

პატრიარქი ახალციხისა და ტაო კლარჯეთის ეპარქიას 13 მაისს დატოვებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პატრიარქს არლის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან ელოდებიან
ორი დღეა მესხეთს საქართველოს პატრიარქი სტუმრობს [Video]
საქართველოს პატრიარქი ახალციხეში ორი საათის დაგვიანებით ჩამოვა
ილია მეორემ შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა [Photo]
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ
ქოლგები და ყვავილები – ილია მეორე ადიგენში
ბორჯომში დღეს  პატრიარქს ელოდებიან