FM97.5 / LIVE

ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“

მთავარისაზოგადოება 13.05.2015
აწყურის ტაძარს დღეს დროებით დაუბრუნდა, ღვთისმშობლის იმ ხელთუქმნელი ხატის ასლი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა სწორედ ამ ტაძარში დააბრძანა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საუკუნეების შემდეგ ღვთისმშობლის იმ ხელთუქმნელი ხატის ასლი დაბრუნდა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ღვთისმშობელმა გამოატანა. ამიტომ ხატის მოსალოცად დღეს დილიდან აწყურში არა მხოლოდ ადგილობრივები შეიკრიბნენ.

აწყურის ნახევრად დანგრეულ, უგუმბათო ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა სინოდის წევრებმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლი ყვავილებითა და დროშებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დახვდა.

მრევლის სიმრავლის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ნაკადის მოწესრიგებაში ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის 50–მდე წარმომადგენელი ეხმარებოდა. ვიდრე პატრიარქი პარაკლისს გადაიხდიდა, მან მრევლი დალოცა.

ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“ „როცა ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო განსაკუთრებული ღვთის მფარველობის ქვეშ იყო, არის და იქნება. ვის შეუძლია ახსნას ის მოვლენა, რომ საქართველო გახდა ღირსი ყოფილიყო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი“, – ამბობს პატრიარქი.

როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის უნდა ექადაგა ქრისტიანობა საქართველოში, მასში მონაწილეობა ღვთისმშობელმაც მიიღო და ივერია სწორედ მისი წილხვედრი გახდა. მაგრამ ღვთისმშობლის მიძინება ახლოვდებოდა და ამიტომ, მან ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნა, ფიცარზე სახე მიადო და მოციქულს სწორედ ეს ხელთუქმნელი ხატი გამოატანა.

„დღეს განმეორდა ეს დიდი სასწაული, ქართველმა ხალხმა შემოაბრძანა ასლი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენის, ჩვენი მშვიდობის, ჩვენი მთლიანობისა და ჩვენი მოქცევის. ღვთისმშობლის ბრძანებით და ღვთის განგებით, როცა მთელი მსოფლიო დაკარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავის კალთა და ისმინოს ჩვენი ლოცვები“, – დალოცა პატრიარქმა აწყურში შეკრებილები.

ხატისა და პატრიარქის მობრძანებით გახარებული მრევლი ემოციებს ვერ მალავდა.

„პატრიარქს რომ ვხედავ, რაღაც მემართება, ასეთი ბედნიერი დღე ღმერთმა ბევრი მოგვცეს. მგონია, რომ ამის მერე ქვეყანაშიც და ოჯახებშიც მშვიდობა გვექნება“, – გვითხრა ნაზი მოდებაძემ.

ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“ დღევანდელი დღის მნიშვნელობა რომ დიდია, ამაზე სამცხე–ჯავახეთის გუბენრატორი აკაკი მაჭუტაძეც საუბრობს: „დღევანდელი დღის მნიშნელობაზე საუბარი ზედმეტია, ხედავთ მრევლის რა რაოდენობაა მობრძანებული. ეს ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა ყველა მორწმუნესთვის და არა მარტო მართლმადიდებლებისთვის, ყველასთვის, ყველა აღმსარებლობის მქონე ადამიანისთვის“.

ტაო– კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს თქმით, უწმინდესმა, სხვა ბევრ მივიწყებულ ტრადიციასთან ერთად, საქართველოში აწყურის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეც აღადგინა: „ეს დღე 16 მაისს დაწესდა. ღვთისმშობლის ხატი გააგრძელებს საქართველოს სხვა კუთხეებში მოგზაურობას, ამ დღეს იგი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იქნება და საზეიმო წირვა–ლოცვას სწორედ იქ აღვავლენთ“.

დღეს, აწყურის მოლოცვით, ილია მეორემ მესხეთში სტუმრობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესი რეგიონს სამი დღით სტუმრობდა. პირველ დღეს 11 მაისს მან ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი მოილოცა, 12 მაისს კი არლის, უდესა და ზარზმის მონასტრებს სტუმრობდა.

ილია მეორე – „აწყურში სასწაული განმეორდა“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურის ტაძარში [Photo]
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურში მოილოცეს [Photo]
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
ახალციხეში ამაღლების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის ხატი  დააბრძანეს
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება