FM97.5 / LIVE

თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

მთავარისაზოგადოება 14.11.2013
საქართველოს დედაქალაქში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დღეიდან იწყება, შემდეგ კი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.

თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად, თბილისში, ორი კვირის განმავლობაში საქსტატის რიგითი რეგისტრატორები ივლიან. ისინი დედაქალაქში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიებს შეადგენენ. ამისათვის, საქსტატმა 800 რეგისტრატორი მოამზადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, საქსტატის რეგისტრატორებს თავზე კეპები ეხურებათ და ბეიჯები ექნებათ. დავით ნარმანიამ მოსახლეობას მიმართა, რომ ასეთ ადამიანებს კარი გაუღონ და ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში.

თენგიზ ცეკვავას განმარტებით კი, საქსტატის რეგისტრატორები ოჯახის წარმომადგენლებს მხოლოდ 2 კითხვას დაუსვამენ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში და ოჯახის უფროსის სახელი და გვარი. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ საბოლოო აღწერის მოსამზადებლად, რომელიც საქართველოში ერთი წლის შემდეგ, 5-19 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. ამ აღწერის მიხედვით, თბილისში 300 000 ოჯახი დაფიქსირდა.

თბილისის შემდეგ, მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება, ხოლო მთლიანად მოსახლეობის აღწერის საველე სამუშაოები მაისში დასრულდება.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიასა და კახეთში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]