FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი შშმ პირთა დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს

მთავარისაზოგადოება 23.04.2016
საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს შშმ პირთა უფლებების დაცვაზე იზრუნოს,უზრუნველყოს მათი პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა და ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე მათი დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს.

სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის ერთიან ონლაინსისტემაში worknet.gov.ge დარეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია, კერძოდ, 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებული 1 022 შშმ პირიდან დასაქმდა მხოლოდ 12 პირი. აპრილის მონაცემებით, 1 170 დარეგისტრირებული შშმ პირიდან დასაქმდა – 18 შშმ პირი. ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1 689 შშმ პირიდან მხოლოდ 21 არის დასაქმებული”, -ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას ჯეროვნად ვერც საჯარო სექტორში ასრულებს. საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს დეკლარირებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროექტების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო ამ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ ვერ ხერხდება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შშმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით, ვალდებულებას ხელისუფლებას აკისრებს:“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის მიხედვით, დასაქმების თაობაზე სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა; ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე მათი დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმოს საჯარო სექტორში და უზრუნველყოს მათი კერძო სექტორში დასაქმება შესაბამისი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, 22 აპრილს გამოაქვეყნა.

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე, გაეროს 2006 წლის კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით; ხელი შეუწყოს ამ პირთა, ღია ბაზარზე, სხვებთან თანასწორ პირობებში, დასაქმების შესაძლებლობას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად
მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში
EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს
კვირის აქცენტი: პრობლემები და მიღწევები ინკლუზიურ  განათლებაში [Video]