FM97.5 / LIVE

5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

მთავარისაზოგადოება 04.11.2014
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 5 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს. მოსახლეობის საყოვეთაო აღწერა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება.

5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერისთვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს შემოივლის და მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლიანად შეისწავლის. ოჯახში აღწერის პროცესი 40-დან 60 წუთამდე გაგრძელდება. აღმწერები სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ.

"აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ", - აცხადებენ სამინისტროში.

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო შედეგები 2016 წელის აპრილში გამოქვეყნდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
საქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება