FM97.5 / LIVE

ივანიშვილის დაპირებები სამცხე-ჯავახეთს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში სოფლის აღორძინება მათი პარტიის რიგით პირველი პრიორიტეტი იქნება.

ივანიშვილის დაპირებები სამცხე-ჯავახეთს

“ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ”ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთ მილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეოურნეობაში დასაქმებული ადამიანები გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხებით ისარგებლებენ. დღეს სოფლის მეურნეობა ერთადერთი დარგია, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ასაზრდოებს. თუმცა, ამ მხრივაც დიდი პრობლემები აქვს. იყო დრო, როცა სამცხე-ჯავახეთში ვაზი დიდ კულტურად ითვლებოდა, აქაური ვაზი გამძლეობითა და მაღალი საგემოვნო თვისებებით გამოირჩეოდა, სამწუხაროდ არაერთი უნიკალური ჯიში გადაშენების პირასაა მისული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მომავალ წელს სოფლის მეურნებაში დასაქმებული ყველა ადამიანი უფასოდ მიიღებს ელიტური ჯიშის კარტოფილს, რაც რამდენჯერმე გაზრდის მოსავლიანობას: ”ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, რაც აუცილებელია ქართული წარმოების აღორძინებისათვის. ჩვენ ავითვისებთ ახალ ბაზრებსაც და გპირდებით, რომ მოყვანილი მოსავალი გაუყიდავი არ დარჩება”.

კოალიციის ლიდერის თქმით, თუ ადამიანის დახმარება გინდა, ფულით კი არ უნდა დაეხმარო, არამედ ფულის შოვნის კანონიერი საშუალება უნდა მისცე.

”არასოდეს დამითვლია, რამდენს ვიხდიდი ჩემი ქვეყნის დასახმარებლად, მაგრამ ახლა, როცა დამანგრევლობას მწამებენ, უნდა გითხრათ, რომ სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნით, ჩემ მიერ გაღებული თანხით, ხელისუფლების მაღალ-მაღალი ხელფასები რიგდებოდა, შენობები შენდებოდა, რემონტდებოდა პოლიცია და ჯარსაც ვეხმარებოდით. გაჭირვებულებს ხელს ვუმართავდით, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანასა და ხალხს მაინც ვერაფერი ვუშველე. სააკაშვილმა ისე დააძაბუნა ქვეყანა, რომ გაჭირვებულ ადამიანს საბჭოეთი მოენატრა. ამაზე უარესი რა უნდა დამართო თავისუფლებისა და ღირსების მოყვარე ხალხს. დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი დახმარება თავისთვის გამოიყენეს და დავრწმუნდი იმაშიც, რომ მხოლოდ ეს არის ნამდვილი დახმარება და მე ამის გასაკეთებლად მოვედი”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“
ვანო მერაბიშვილი - ”ჩემი მიზანია გავაორმაგო საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია”
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
იან კელი: გვსურს, მხარში დაგიდგეთ და  ამისათვის მოვითხოვე აშშ-ის მთავრობისგან დამატებითი დახმარება
ახალციხეში მოსახლეობას მაჟორიტარებმა მიმართეს
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება