FM97.5 / LIVE

”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი”

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
”ქართული ოცნება” გპირდებათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი, შეძლონ ამ ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნად მონაწილეობა და ამასთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათი მშობლიური ენის განვითარებას”, - განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ახალციხეში გამართულ აქციაზე

”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი”

თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი დღის ხუთ საათზე გამოჩნდა.

ივანიშვილმა გამარჯვების შემთხვევაში პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების დონე ამაღლდება და შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფროსი თაობის ადამიანებისთვის. საჭიროების შემთხვევაში კი ამუშავდება თარჯიმანთა და მთარგმნელთა ქსელი. ამასთანავე, სახელმწიფო იმასაც მიხედავს, რომ არაქართველმა ბავშვებმა საფუძვლიანად შეისწავლონ მშობლიური ენა.

”დღეს ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელბმაც სავარაუდოდ კარგად არ იციან ქართული ენა და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ამის გამო რამდენად გართულებული უნდა იყოს მათთვის ცხოვრება. არ შეიზლება კაცს ეს არ აწუხებდეს, რადგან ძნელია შენი ქვეყნის სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი. არავინ იფიქროს, რომ მე ამ ადამიანებს განვიკითხავ, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი პრობლემაა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა თავის მოქალაქეზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საკუთარ ქვეყანაში მისი ყოველი მოქალაქის ინტეგრაციას. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მრავალი პროექტი დაიგეგმა და თითქოს განხორციელდა კიდეც სახელმწიფო ენის შესასწავლად, მაგრამ პირი არ უჩანს ამ საკითხის მოგვარებას. ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა. ”ქართული ოცნება” გპირდებათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი, შეძლონ ამ ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნად მონაწილეობა და ამასთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათი მშობლიური ენის განვითარებას”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება

ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ახალციხეში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს