FM97.5 / LIVE

გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ

მთავარიპოლიტიკა 25.03.2015
ქალაქ ახალციხის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24 თანამშრომელს, რომლებმაც საოფისე დოკუმენტაციის ელექტრონული მართვა შეისწავლეს, სერთიფიკატები გადაეცათ.

გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ
სამცხე–ჯავახეთის შვიდი მუნიციპალიტეტის 70–მდე საჯარო მოხელეს ტრენინგი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერებმა ჩაუტარეს.

"სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტი გადადის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე. დღეს გვყავს გადამზადებული თანამშრომლები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ ამ პროგრამის გამოყენებას და ამ პროგრამის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელებას", – ამბობს ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი.

საჯარო მოხელეებმა გადამზადება სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის ინიციატივით გაიარეს. დღეს, 25 მარტს სერთიფიკატები ქალაქ ახალციხის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 24–მა საჯარო მოხელემ მიიღო. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატებს ჟვანიის სკოლის წარმომადგენლები 26 და 27 მარტს გადასცემენ.

"აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ფინანსთა სამინისტრომ შეგვიწყო ხელი. ეს არის მოქნილი პროგრამა, რომლის საშუალებითაც მენეჯერს შეუძლია ონლაინ–რეჟიმში უყუროს თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის დოკუმენტაცია და გაუწიოს კონტროლი", – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი და პროგრესული პროდუქტი, რომლის მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას და დოკუმენტებზე სწრაფ წვდომას.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ
სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს  გადაამზადებენ
სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან