FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ

მთავარიპოლიტიკა 10.03.2015
სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს ტრენინგები უტარდებათ. 70 მოხელე საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას შეისწავლის.

საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ

საჯარო მოხელეებს ტრენინგებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უტარებს.

„ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჩვენმა სკოლამ აიღო ვალდებულება, რომ სწავლების კომპონენტი უზრუნველყოს შვიდივე თვითმმართველი ერთეულის მოხელეებისთვის ამ რეგიონში. ტრენინგის მონაწილეები ისწავლიან როგორ მართონ ეს პროგრამა, როგორ გამოიყენონ და როგორ უზრუნველყონ ელექტრონული საქმის წარმოება“, – განმარტავს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი სამ ეტაპად ჩატარდება, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და უშუალოდ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ტრენინგის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების 70 თანამშრომელი გადამზადდება.

„ყველა მუნიციპალიტეტი მოკლე ხანში გადავა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რაც ყველა საჯარო მოხელეს გაუადვილებს საქმიანობას. ამისთვის ჩვენ მოვიწვიეთ ჟვანიას სკოლის წარმომადგენლები, რათა ყველა საჯარო მოხელემ ისწავლოს და შემდეგ თავისუფლად აწარმოოს საბუთების დოკუმენტბრუნვა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი და პროგრესული პროდუქტი, რომლის მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას და დოკუმენტებზე სწრაფ წვდომას.

საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს  გადაამზადებენ
გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ
სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]