FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს გადაამზადებენ

მთავარიპოლიტიკა 06.03.2015
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას შეასწავლიან.

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს  გადაამზადებენ

საჯაო მოხელეებისთვის ტრენინგს, 10 მარტს, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ჩაატარებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ პირი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების გადამზადებას “საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (edocument) ოპერირების სასწავლო კურსის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი და პროგრესული პროდუქტი, რომლის მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას და დოკუმენტებზე სწრაფ წვდომას.

ტრენინგი ჩატარდება სამ ეტაპად, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და უშუალოდ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში. გადამზადდება ადგილობრივი თვითმმართველობის 70 მოხელე.

ტრენინგის ფარგლებში ასევე მოხდება ხუთასამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ
გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ
სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]