FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.10.2019
ახალციხეში, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების ორი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. გადამზადება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის სავალდებულოა.

სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

„მოხელის მენეჯერული უნარები“ და „ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“, ასე ჰქვია აკრედიტებულ პროგრამებს, რომლების მიხედვითაც საჯარო მოხელეები უნდა გადაემზადონ. სატრენინგო პროგრამების გავლა ერთნაირად სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლისთვის.

აკრედიტებული სატრენინო პროგრამები დღეს, 28 ოქტომბერს, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ტრენინგ პროვაიდერის - ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს.

„პირველი, მეორე და მესამე, მეოთხე რანგის მოხეელეებისთვის, ვინც დამწყებია საჯარო სექტორში ან იცვლის პოზიციას, უკვე ახალი კანონმდებლობით, ვალდებულება აქვთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, გაიარონ გადამზადება აღნიშული პროგრამებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოჰყვა ამ პროგრამას ის არის, რომ პირველად ხდება საქართველოში სატრენინგო პროგრამების აკრედიტაცია. მათ ხარისხის შემოწმება პირველად გაიარეს. აკრედიტაციის საბჭო ჩატარდა ერთი თვის წინ და პირველივე საბჭოზე ჟვანიას სკოლამ წარადგინა ეს ორი პროგრამა“, - განმარტა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

მისივე თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული სატრენინგო პროგრამა სახელმეწიფო შესყიდვების მეშვეობით უნდა შეისყიდოს. ჟვანიას სკოლას აკრედიტაცია ქვეყნის ათ ლოკაციაზე აქვს აღებული, მათგან ერთ-ერთია ახალციხე: „ჩვენი პარტნიორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხეში ტრენინგების განსახორციელებლად მის ინფრასტრუქტურას გამოვიყენებთ. მეორე ლოკაცია ესაა ჟვანიას სკოლის ნინოწმინდის სასწავლო ცენტრი“.

პროფესიული გადამზადების ორი პროგრამის პრეზენტაცია ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრეზენტაციას ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ: „ვფქირობ, რომ ეს პროექტი ნამდვილად წარმატებული იქნება ჩვენთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და აქტიურად უნდა ჩერთოს ამაში, როგორც საკრებულო, ასევე მუნიციპალიტეტის მერიები, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ბიუჯეტირება ან ამ წელს, ან მომავალ წელს“, - განმარტა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

ადმინისტრირების სკოლამ ორი პროგრამის, „მოხელის მენეჯერული უნარებისა" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების" აკრედიტაცია სექტემბერში მოიპოვა.

სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ