FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლას ახალი კორპუსი შეემატა

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.09.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს ახალციხეში მეხუთე საჯარო სკოლის ახალაშენებული, მესამე კორპუსი გახსნა.

მეხუთე სკოლას ახალი კორპუსი შეემატა

მეხუთე სკოლის დამატებითი კოროპუსი განათლების სამინისტროს დაფინანსებით, 5 თვეში აშენდა. მშენებლობა ერთ მილიონ ლარამდე დაჯდა.

სკოლის დირექტორი ჟენია მერაბიშვილი ახალი კორპუსის საჭიროებას მოსწავლეების სიმრავილით ხსნის.

სამსართულიანი შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. აქ ძირითადად ის კლასები ისწავლიან, რომლებიც გაძლიერებულად სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს. კორპუსში 11 საკლასო ოთახია და თითქმის ყველა შესაბამისი ლაბორატორიითაა აღჭურვილი.

”ჩვენი სკოლის ისტორიაში ერთი ფურცელი გადაიშალა და უკვე ჩაიწერა. ჩვენ სკოლაში ისწავლიან ჩვენი მოსწავლეები და ეს ძალიან ბევრს გვავალდებულებს ჩვენო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, იმიტომ რომ ახალი ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე”, - მიმართა სკოლის დირექტორმა შეკრებილებს.

ეს პირველი სკოლაა, რომელიც ხატია დეკანოიძემ მინისტრის რანგში გახსნა. მისი განცხადებით, წელს საქართველოს მასშტაბით ათამდე ახალი და რამდენიმე ათეული სრულიად რეაბილიტირებული სკოლა და 90 მომავლის კლასი იხსნება.

”მინისტრის თანამდებობაზე პირველი სკოლაა, რომელსაც ვხსნი. უაღრესად სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ასეთი სახის სკოლები, ასეთი სახის კლასები, თავისი ლაბორატორიებით, სადაც უნდა ისწავლონ ბავშვებმა”,- განცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღესვე სკოლის ეზოში ილია ჭავჭავაძის ძეგლიც გაიხსნა, რომლის ავტორი გიორგი ჩალაძეა.

მეხუთე სკოლა ამ დრომდე ორი კორპუსისგან შედგებოდა. ამათგან, ერთი დაწყებითი საფეხური, მეორე კი უფროსკლასელებისთვის იყო განკუთვნილი.

გახსნის ღონისძიება სკოლის ანსამბლების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა. სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა წაიკითხა ლექსიც, რომელიც სკოლის დირექტორს ეძღვნებოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
მეხუთე სკოლის ეზოში ჩამონგრეული კედლის ადგილზე ახალი ღობე გააკეთეს
მეხუთე სკოლის დებიუტი გადაცემაში 'წიგნების თარო' [Video]
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ