FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2018
ახალციხის მეხუთე სკოლის მეშვიდე კლასმა ურავლის ხეობა ნარჩენებისგან დაასუფთავა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დასუფთავების აქციაში სხვა კლასები გამოიწვია. იდეის ავტორები მშობლები არიან და მათი მიზანია მოზარდებს ასწავლონ, რომ გარემოს დაბინძურება არ შეიძლება.

ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ

იდეა, მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება ეტაპობრივად, 2019 წლის გაზაფხულიდან კი საერთოდ აიკრძალება.

„მნიშნველოვანია ჩვენმა შვილბმა გაიაზრონ ის, თუ რა არის ამ აკრძალვის არსი, იცოდნენ თუ რა ზიანს აყენებს ის ბუნებას და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ხეობის დასუფთავებისას ავუხსენით მათ ამ კანონის მნიშვნელობა და გვინდა, რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგონ – არ დააბინძურონ გარემო, მითუფრო პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენებისგან“, – ამბობს იდეის ერთ–ერთი ავტორი და ორგანიზატორი, მშობელი ნინო ლაზარაშვილი.

ურავლის ხეობის დასასუფთავებლად და მეხუთე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად დღეს, 30 სექტემბერს, დილიდან წავიდნენ.

„ყველა ერთად მივდივართ დასასუფთავებლად. მერე ჩვენ გამოვიწვევთ სხვა კლასებს იქიდან და ისინი დაასუფთავებენ სხვა ტერიტორიას. რაც ბევრი ჩვენი ტოლი ჩაერთვება ამ აქციაში, მითუფრო სუფთა გარემო გვექნება“, – ამბობს მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ალიევი.

დასუფთავების აქციაში თანატოლების გამოწვევა რომ სხვა სკოლებისთვისაც გადამდები იქნება ამაზე საუბრობს ლუკას კლასელი ირაკლი კაჭკაჭაშვილიც: „ხალხი რასაც ყრის ბუნებაში, იმათ ჩვენ ავკრეფთ და მოვუწოდებთ ყველას, რომ მომავალში აღარ დაყარონ“.

დასუფთავების აქციაში მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს მეშვიდე კლასის დამრიგებელი შორენა ცინაძე: „პოლიეთილენი ბუნებას ძალიან აბინძურებს, რადგან ის არ იხრწნება. ყველა ქართველის და მსოფლიოს ყველა ადამიანის ვალია, რომ ბუნებას გაუფრთხილდეს“.

ურავლის ხეობის დასუფთავების შემდეგ მეხუთე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა აქციაში მეორე საჯარო სკოლის მეხუთე კლასი დამრიგებელთან ანა მიქელაძესთან ერთად, მეხუთე საჯარო სკოლაში მერვე კლასი დამრიგებელთან ნანა დათაშვილთან ერთად და პირველ საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასი დამრიგებელთან დიანა მახარაშვილთან ერთად გამოიწვიეს. ჩამოთვლილი კლასები, მას შემდეგ რაც დაბინძურებულ გარემოს დაასუფთავებენ, აქციაში სხვა სკოლების სხვა კლასებს გამოიწვევენ.

ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ

ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში თანატოლებს იწვევენ

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს
დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ავანგარდი: 'ერთად ვაშენებთ მომავალს'- პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”
მეხუთე სკოლის დებიუტი გადაცემაში 'წიგნების თარო' [Video]
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს