FM97.5 / LIVE

ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას

მთავარისაზოგადოება 02.06.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს "კეთილმოწყობის" ნაგავმზიდებისთვის ავტოფარეხის ადგილი ჯერ კიდევ ვერ მონახა.

ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას
ახალციხეში შპს "კეთილმოწყობის" დასუფთავების მანქანები ისევ მებაღიშვილის ქუჩაზე დგას. ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ მიმდინარე წლის 13 მარტს "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, რომ ნაგავმზიდების გადაყვანას სახანძრო – სამაშველო სამსახურის ეზოში აპირებდნენ. თუმცა, ამდრომდე დასუფთავების მანქანები ისევ შუა ქალაქში დგას.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სახანძრო – სამაშველო სამსახურის ტერიტორია, სადაც ნაგავმზიდებისთვის ავტოფარეხის გაკეთება იგეგმებოდა მიმდინარე წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

"2015 წლის დასაწყისში გამოვიდა დადგენილება, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სახანძრო – სამაშველო სამსახურის ტერიტორიები უზურფუქტის წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადასცემოდა, მათ შორის ახალციხეშიც. ჩვენ გვინდოდა, რომ შსს –სთვის მხოლოდ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი გადაგვეცა, მაგრამ ამაზე არ დაგვთანხმდნენ", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი როინ თაქთაქიძე.

მისივე თქმით, მას მერე მერიამ კიდევ რამდენიმე ტერიტორიის გადაცემაზე მიიღო უარი: "ასევე გვინდოდა, რომ საბარგო სადგურის ტერიტორიაზე გადაგვეყვანა აღნიშნული ნაგავმზიდები, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამაზეც უარი მივიღეთ, ასევე უარი გვითხრეს ყოფილი სასაზღვრო ტერიტორიის გადმოცემაზეც".

მერიაში აცხადებენ, რომ ნაგავმზიდებისთვის ადგილს ეძებენ: "გვინდა, რომ დასუფთავების ავტომანქანებისთვის ავტოფარეხი მოსახლეობისგან შორს გავაკეთოთ, მაგრამ აუცილებლად ქალაქში, რადგან მძღოლებს ძალიან გაუჭირდებათ ყოველ დილით და საღამოს ქალაქ გარეთ მისვლა", – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

შეგახსენებთ, რომ შპს "კეთილმოწყობის" ნაგავმზიდები, რომლებითაც დილის საათებში ახალციხის უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ, სამსახურის დასრულების შემდეგ მებაღიშვილის ქუჩაზე დგება. დღის განმავლობაში კი, ახლომდებარე ქუჩების მცხოვრებლები ნარჩენებით სავსე ცელოფნებს ამ მანქანებზე ყრიან. თუ ვინმემ ნაგავი მანქანაზე ვერ შეაგდო, ცელოფნები იქვე, მანქანების გვერდით იყრება. საყოფაცხოვრო ნარჩენების გარდა მებაღიშვილის ქუჩაზე სამედიცინო ნარჩენებიც იყრება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში
შუა ქალაქში მდგომ ნაგავმზიდებს სახანძროს ეზოში გადაიყვანენ
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
ახალციხეში ნაგავმზიდებისთვის პარკინგის მშენებლობა იწყება
ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს