FM97.5 / LIVE

ქალაქი ახალი მშენებლობის მოლოდინში

მთავარიეკონომიკა 29.05.2012
ვისთვის და რა პირობებით გაშენდება ბინები რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე

ქალაქი ახალი მშენებლობის მოლოდინში

სამხედრო დასახლება, ეგრეთ წოდებული, “პაგრანატრიადი” 60-იანი წლების ბოლოს გაშენდა. დასახლება საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარს ეკუთვნოდა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებლებისთვის იყო ნებადართული.

სამხედრო დასახლებაში რუსი ოფიცრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. მათი საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ამ ტერიტორიაზე შტაბები, “კაზარმები” და სხვა სამხედრო შენობები იყო განთავსებული. ტერიტორია “რუსის ჯარის” მიერ 90-იან წლებამდე კონტროლდებოდა.

დაახლოებით 1995-1996 წლებში აღნიშნული ტერიტორია საქართველოს სასაზღვრო ჯარს გადაეცა. რამდენიმე წლის შემდეგ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებმა ბინების ოფიციალური დაკანონება დაიწყეს.

2003 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, შპს “სახლმმართველობამ” მოიგო და აღნიშნული ბინების მოვლა-პატრონობა მას დაევალა. 2008 წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ “სახლმმართველობასთან” დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

ყოფილ სამხედრო დასახლებას 20 ჰექტრამდე ტერიტორია უკავია. დაახლოებით ოთხ ჰექტარზე სამი ოთხსართულიანი კორპუსი დგას. დანარჩენი ტერიტორია, სადაც რამდენიმე მიტოვებული, გაუქმებული შენობაა, აუთვისებელია. დასახლებაში ამჟამად 40-მდე ოჯახი ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაცით, ამ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებლის მშენებლობა იწყება. კორპუსების მშენებლობას
შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები და შემოსავლების სამსახური იწყებს. ეს სამი უწყება ბინებს საკუთარი თანამშრომლებისთვის აშენებს.

დეტალური ინფორმაციის მიღება “სამხრეთის კარიბჭემ” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სცადა. თუმცა, უშედეგოდ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვერ ადგილობრივ თვითმართველობაში მოვიპოვეთ.

“მხოლოდ ვიცი ის, რაზეც ყველა საუბრობს. აღნიშნული სამსახურები თანამშრომლებს შეღავათიან ფასებში აუშენებენ ბინებს, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი, თუმცა აქვე ამატებს, რომ რაბათში მიმდინარე სამუშაოების დამთავრების შემდეგ ქალაქისთვის ეს მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, - ამ ტერიტორიაზე ბევრი რამის გაკეთება იგეგმება. რაბათის შემდეგ გრანდიოზული პროექტის განხორციელება ამ დასახლებაში დაიწყება”.

გიქოშვილი ამბობს, რომ ახალი დასახლებისთვის საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას და სკვერის მოწყობას საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტი აიღებს.

ძველ შენობებთან ერთად შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიც დაინგრეს.

“აუთვისებელი შენობები სულ დაინგრევა. რაც შეეხება იმ კორპუსებს, სადაც ამჟამად ხალხი ცხოვრობს, შეიძლება მხოლოდ სახურავები და ფასადები გაუკეთდეს, თუმცა არც ამ შენობების დანგრევაა გამორიცხული”, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

კორპუსების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სამხედრო დასახლების მცხოვრებლებმა ჩვენგან გაიგეს. იდეა მოსწონთ, თუმცა ამავერ დროს შიშობენ, რომ მათი კორპუსების დანგრევის შემთხვევაში საცხოვრებლის გარეშე დარჩებიან.

“კარგია რომ ახალ კორპუსებს ააშენებენ. ძველი კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია, გვეშინია თავზე არ დაგვენგრეს. ამ კორპუსებს სახურავის გამოცვლა და ფასადის გაკეთება არ უშველის. თუ ჩვენს კორპუსებსაც დაანგრევენ, შეიძლება მერე საცხოვრებელი ფართებით აღარ დაგვაკმაყოფილონ, ან ბინის შეძენაზე ფული გადაგვახდევინონ”, - ამბობენ ყოფილი სამხედრო დასახლების ამჟამინდელი მცხოვრებლები.

ინფორმაციით, რომელიც “სამხრეთის კარიბჭეს” სანდო წყარომ მიაწოდა, აღნიშნული უწყებები თანამშრომლებს სურვილის მიხედვით 65-დან 70-მდე კვადრატული მეტრის ფართს 24 ათას დოლარად აუშენებენ. ამ თანხიდან 8 ათას დოლარს სახელმწიფო იხდის, დანარჩენი თანხა კი ბინის მფლობელმა 10 წლის განმავლობაში, უპროცენტოდ უნდა დაფაროს.

სამხედრო დასახლებაში საცხოვრებელი ფართის შეძენის მსურველი, რომელიც ამ სამსახურების თანამშრომელი არ არის, აღნიშნული პირობებით ვერ ისარგებლებს. თუმცა, ფართის შეძენა ნებისმიერს შეეძლება.

დაახლოებით ოთხი წელია აღნიშნული ტერიტორიის მიღება ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სურს. ტერიტორიის მოთხოვნით წერილები მათ არამხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის აპარატსა ეკონომიკის სამინისტროშიც აქვთ გაგზავნილი.

“სტუდქალაქის გაკეთება გვინდოდა და ექვსი ჰექტარი ტერიტორიის გადმოცემას ვითხოვდით. თანხმობა მხოლოდ ორ ჰექტარზე მოგვივიდა”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი და სტუდქალაქის გაშენების იდეის შესახებ გვიხსნის, - სტუდენტებს ბინიების დაქირავება ძვირი უჯდებათ. აქაური ფასებს თბილისის ფასებს უახლოვდება. გარდა ამისა, ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობს, რომლებსაც, სწავლის გადასახადის გადახდაც კი უჭირთ”.

მიუხედავად სტუდქალაქის საჭიროებისა, გელაშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში დათმობილ ორ ჰექტარზეც უარს განაცხადებს: “ორ ჰექტარზე სტუდქალაქს ვერ გავაკეთებთ, ამ ფართზე მხოლოდ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის გაკეთებას შევძლებთ, ერთ კორპუსს კი უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც ავაშენებთ. სახელმწიფოს უფრო გრანდიოზული პროექტები აქვს დაგეგმილი და თუ მას სჭირდება, მზად ვართ დავუთმოთ”.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
რა კეთდება ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე
ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა
‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე
ახალციხის ყოფილ სამხედრო დასახლებას პატრონი არ ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება