FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ, სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.06.2017
შსს–მ ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა 6 წელია ითხოვს, უარი განაცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია შსს სასაზღვრო პოლიციას სჭირდება.

ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
კულტურის სახლი, უსახლკაროთა თავშესაფარი, მუნიციპალური საავდმყოფო, სკვერი და საბავშვო ბაღი - ეს იმ გეგმების არასრული ჩამონათვალია, რომლების განხორციელებასაც ადგილობრივი ხელისუფლება რუსთაველის N124–ში , ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე აპირებდა. თუმცა, თვითმმართველობას ამ ფართით მოსარგებლემ გადაცემაზე უარი განუცხადა.

„ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა N24–ში მდებარე უძრავი ქონება, შს სამინისტროს სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის წარმოადგენს სამსახურებრივად საჭირო ობიექტს და მისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“, – ნათვამია შინაგან საქმეთა სამინისტროდან 12 ივნისს მიღებულ წერილში.

აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რომელიც დროებით სარგებლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გადაცემული, თუმცა რა ვადით და პირობით უცნობია. „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გაგზავნილი კითხვებიდან უწყებამ პასუხი მხოლოდ ერთზე გაგვცა, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ.

„ჯერ კიდევ 2012 წელს ეს ადგილი თავდაცვის სამინსიტროს ეკუთვნოდა. საკადასტრო ნახაზები გავაკეთეთ და შენობები დავიტანეთ, რისი გაკეთებაც გვინდოდა. თუმცა თანხმობა ტერიტორიის გადმოცემაზე ვერც მაშინ მივიღეთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

მის შემდეგ ტერიტორიის გადაცემას ითხოვდა ახალციხის პირველი მერი გიორგი კოპაძე და ასევე ამჟამად მოქმედი მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ახალციხეში, ყოფილ სამხედრო დასახლებას 20 ჰექტრამდე ტერიტორია უკავია. დაახლოებით ოთხ ჰექტარზე სამი ოთხსართულიანი კორპუსი დგას, რას გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე შსს ამ ეტაპზე უცნობია.

ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს
რა კეთდება ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე
ქალაქი ახალი მშენებლობის მოლოდინში
ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა
ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ავარიული შენობების დემონტაჟს GIZ–ი დააფინანსებს
ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
ნაგავმზიდები ისევ შუა ქალაქში დგას