FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძე: პრემიერმა მოგვიწოდა მუშაობა გავაძლიეროთ

მთავარიპოლიტიკა 12.03.2015
ჰქონდა თუ არა შენიშვნები ახალციხის მერიის მუშაობასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრს და რას საყვედურობს ღარიბაშვილი მედიას, რასაც ქალაქის მერიც ეთანხმება.

გიორგი კოპაძე: პრემიერმა მოგვიწოდა მუშაობა გავაძლიეროთ

11 მარტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა სამცხე–ჯავახეთი ერთ–ერთ მოწინავე რეგიონად დაასახელა, სადაც 2014 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ეფექტურად აითვისეს.

„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, პრემიერმა მოგვახსენა გასული წლის შედეგები ვინ რა გააკეთა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეგვაქო, რადგან ის თანხა, რაც გვქონდა, დავხარჯეთ ეფექტურად“, – ამბობს ქალაქის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ დახურულ შეხვედრაზე ბევრ ისეთ საკითხზე იმსჯელეს, რაზეც პრესასთან არ უსაუბრიათ. თუმცა, მთავარი მესიჯი, რაც აღნიშნული შეხვედრაზე მიიღეს, არის ის, რომ მუნიციპალიტეტებმა მუშაობა გააძლიერონ.

გიორგი კოპაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მედიის მუშაობაზეც. პრემიერი ფიქრობს, რომ არ ხდება პროცესების ზუსტი აღწერა. ეს შენიშვნა ძირითადად ცენტრალურ მედიასაშუალებებს ეხებათ, თუმცა, პრემიერის აზრს თავადაც ეთანხმება და ფიქრობს, რომ ადგილობრივი მედია იმ კონტექსტში არ აშუქებს ამბებს, როგორც საჭიროა.

„არ ხდება პროცესების ზუსტი აღწერა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია საქმე გაკეთდეს და მოსახლეობამ იგრძნოს ამ პროცესების შედეგები. მე მინდა, რომ ის რაც კეთდება ხალხისათვის, კარგად იყოს გაშუქებული“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

კითხვაზე, რას ნიშნავს კარგად გაშუქება, კოპაძე გვპასუხობს: „ადამიანებმა აქედან უნდა მიიღონ დადებითი ემოციები“.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების პირველ პირებს მოუწოდა, რომ იყვნენ თავისუფლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ დაელოდონ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვას. მაგალითად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ხელოვნურად ჭიანურდება.

„ასევე, მუნიციპალიტეტებმა შევიტანეთ წინადადებები შესყიდვებთან დაკავშირებით, რომ გამარტივდეს წესები. პრემიერმა შესაბამის ორგანოებს დაავალა მოამზადონ კანონში ცვლილებები“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

გუშინდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვბილი მომავალი კვირიდან რეგიონის განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს. პრემიერი პირველად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს უნდა ესტუმროს. თუმცა, ქალაქის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის ეწვევა ღარიბაშვილი რეგიონს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღის კითხვა: როგორ აშუქებს მედია მოვლენებს [Video]
პრემიერმა სამცხე–ჯავახეთი მოწინავე რეგიონებს შორის დაასახელა
"ქართულმა ოცნებამ" ახალციხის მერობის კანდიდატად გიორგი კოპაძე დაასახელა
ახალციხის მერი – ღარიბაშვილი ‘გულანთებული’ ქართველია
ახალციხის მერი ბაღის მენეჯერებსა და შშმ პირებს შეხვდა
პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა