FM97.5 / LIVE

პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს

მთავარიპოლიტიკა 05.02.2015
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირები გააფრთხილა ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან ბიზნესს.

პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს

„პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ პროცედურები, რათა კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში“, – დავალება სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

„მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად დააჩქარეთ პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. სახელმწიფოს და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან დღეს არის ძალან ჰარმონიული. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და გარემო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენით, კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება და თითოეული თანამშრომლის დონეზე დაიტანეთ, რათა არც ერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, ვინც არ უნდა იყოს ის, დაუყოვნებლივ დააყენეთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მსხვილ ბიზნესმენებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი, თავისუფალი ბიზნესგარემოა და გასული წელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა მათგანისთვის საუკეთესო იყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერის დავალებები რეგიონულ წარმომადგენლებს [video]
მთავრობა რეგიონებში პროექტების სუბსიდირებას აპირებს
ყოფილი პრემიერი თანამშრომლებს გამოეთხოვა [Photo]
პრემიერი – უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს
‘ეს არ უნდა მომხდარიყო’ – პრემიერი წყალმომარაგების პრობლემაზე
გიორგი კვირიკაშვილი მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
ირაკლი ღარიბაშვილი: იმ გამგებლების საკითხს დავაყენებთ, ვინც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯებს ვერ ასრულებენ