FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს ნიადაგის გამოკვლევას სთავაზობენ

მთავარიეკონომიკა 12.03.2015
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო ფერმერებს ნიადაგის ლაბორატორიულ კვლევას სთავაზობს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ნიადაგის მჟავიანობა და ძირითადი საკვები ელემენტების აზოტი, ფოსფორი და კალიუმის რაოდენობა.

სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს ნიადაგის გამოკვლევას სთავაზობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა USAD-ის დახმარებით ლაბორატორიული სინჯების გაკეთება დაიწყეს.

„USAD –ის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაგვიტარეს და შემოგვთავაზეს მარტივი და ზუსტი დიაგნოზის დასმის მეთოდი. ჩვენ გავდივართ ნაკვეთში, ფერმერებს ვასწავლით წესებს როგორ აიღონ ნიადაგის ნიმუში, ნიადაგი მოგვაქვს ლაბორატორიაში, ჰაერმშრალ მდგომარეობაში ვამუშავებთ, ვასუფთავებთ მცენარის ფესვებისგან, კენჭებისგან და სხვადასხვა მინარევებისგან“, – გვიხსნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლიანა თედორაძე.

გამოშრობის შემდეგ ნიადაგი ნაწილდება და სამმართველოს თანამშრომლები თითოეული ნაწილიდან ნიმუშს იღებენ, რომელიც კიდევ მუშავდება და ერთ წილ ნიადაგზე ხუთ წილი გამოხდილი წყალი ისხმება.

„ამით ვაკეთებთ ნიადაგის წყალხსნარს, რომლის შედეგადაც უკვე ვიწყებთ კვლევას აზოტს, ფოსფორსა და კალიუმზე. ეს არის ძირითადი სამი ელემენტი, რომელიც მცენარეს აუცილებლად სჭირდება მისი ნორმალური ზრდა განვითარებისთვის. რა თქმა უნდა იქ არის მიკრო და მაკრო ელემენტებიც, მაგრამ ეს ლაბორატორია ამის განსაზღვრის საშუალებას არ გვაძლევს“, – ამბობს ლიანა თედორაძე.

მისივე თქმით, ლაბორატორიული გამოკვლევა უფასოა. კვლევის შემდეგ ფერმერებს დაუკავშირდებიან და გარკვეულ რეკომენდაციებს მისცემენ.

„ამით ჩვენ გვინდა ფერმერებში დავნერგოთ კულტურა, რომ შემდგომში ნიადაგის ანალიზი გაკეთდეს. აქამდე უსაზღვროდ შექონდათ მინერალური და ორგანული სასუქები, ორგანული არ ვნებს არაფერს, მაგრამ ზედმეტი მინერალური სასუქები, შხამქიმიკატები უარყოფითად მოქმედებს, როგორც მცენარეზე, ასევე ადამიანზეც. ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის შედეგად ფერმერმა უნდა შეიტანოს ის სასუქი, რაც სჭირდება იმ კონკრეტულ ნიადაგს, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ამით ფერმერები თანხასაც დაზოგავენ, აღარ გამოიყენებენ ზედმეტ აზოტს, ფოსფორსა თუ კალიუმს და იმ რაოდენობას იყიდიან, რაც ნიადაგს სჭირდება, – გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წინა წელს რითი იყო განოყიერებული ნიადაგი, რა კულტურა იყო დათესილი და წელს რის დათესვას გეგმავენ“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიადაგი უფასოდ გამოიკვლიეს
სად შეუძლიათ ფერმერებს მიწის ანალიზის უფასოდ ჩატარება
ახალციხეში  ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაუქმდა
სად კეთდება მიწის ანალიზი უფასოდ – ინფორმაცია ფერმერებს
სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს პროდუქტს უფასოდ შეუფუთავენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
ფერმერებს კენკროვანი კულტურების გაშენებაში დაეხმარებიან