FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ”ქართული ოცნების” აქტივისტები დააჯარიმეს

მთავარისამართალი 06.09.2012
გეორგ მხჩიანისა და მელიქ რაისიანის ფოტოების კერძო და ადმინისტრაციულ შენობებზე გაკვრის გამო ”ქართული ოცნების” ხუთი ახალქალაქელი აქტივისტი 500 ლარით დააჯარიმეს.

ახალქალაქში ”ქართული ოცნების” აქტივისტები დააჯარიმეს

მხჩიანისა და რაისიანის ფოტოების გაკვრით აქტივისტებმა პროტესტის გამოხატვა სცადეს. ისინი გეორგ მხჩიანის გათავისუფლებას და მელიქ რაისიანის მისამართით აღძრული სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

გეორგ მხჩიანი ”ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის მეპატრონეა, რომელიც ამჟამად დოკუმენტების გაყალბების ბრალდებითაა დაკავებული. მელიქ რაისიანზე კი სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. იგი იმავე საქმეში ფიგურირებს, რის გამოც მხჩიანია დაკავებული.

”ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, გვინდოდა, რომ ხალხს გაეგო, ხალხმა კინ გაიგო და მხარი დაგვიჭირა. გაანადგურონ, არაუშავს”, - ამბობს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბეჟან გუნავა.

სხვადასხვა კერძო და ადმინისტრაციულ შენობებზე პლაკატები მათი მეპატრონეების ნებართვის გარეშე გააკრეს. თუმცა, ეს ფოტოები, წარწერებით, შენობის კედლებზე დიდხანს არ გაჩერებულა.ზოგი შენობიდან ფოტო მთლიანად ჩამოხიეს, ზოგან კი ნაწილობრივ ისევაა შერჩენილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პლაკატების გაკვრით აქტივისტებმა ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვიეს. ამ მიზეზით აგვისტოს ბოლოს გამგეობამ რაიონულ სასამართლოში საჩივარიც შეიტანა.

29 აგვისტოს რაიონულმა სასამართლომ გამგეობის საჩივარი განიხილა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ფოტოების უნებართვოდ გაკვრაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გაჭიანურებული პროცესი
გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს