FM97.5 / LIVE

უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.02.2015
დღეს, 25 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს შორის ვიქტორინა გაიმართა, თემაზე – „ჩემი მხარის ისტორია“.

უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ

ვიქტორინა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების 18 მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელი მონაწილეობდა.

მონაწილეებს ინდივიდუალურად 20 – 20 კითხვა დაურიგდათ და პასუხის გასაცემად ნახევარი საათი მიეცათ.

„კითხვები წინასწარ იყო შერჩეული, შემოწმებული, შესწორებული და დალუქული“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია სხირტლაძე.

მონაწილეების ნაშრომები ჟიურიმ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ მელიქიძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ შეაფასეს.

ჟიურის გამარჯვებულების გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება მოუწია, რადგან 18 მონაწილიდან სამმა ერთი და იგივე ქულა დააგროვა. ამ სამ მონაწილეს დამატებითი კითხვები დაუსვეს.

პირველ ადგილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გვირჯიშვილი გავიდა, მეორეზე – კლდის საჯარო სკოლის მოსწავლე ფიქრია ცუცქირიძე, მესამე ადგილის მფლობელი კი აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მუმლაძე გახდა. გამარჯვებულებს სიგელები და წიგნები გადასცეს.

ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოავლინა. ყველაზე სწრაფის ტიტული სვირის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო გოგოლაძემ მიიღო; ყველაზე სრულყოფილი პასუხისთვის ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თინათინ ხითარიშვილი დაჯილდოვდა; ყველაზე არგუმენტირებული პასუხი ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ კოტე დემეტრაძემ გასცა; არაქართულენოვანი სკოლებიდან კი ყველაზე მაღალი ქულა პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მოსწავლემ ელიზა გურგენიანმა აიღო.

ნომინაციაში გამარჯვებულებს გურამ დოჩანაშვილის „ქართული პოეზიის საგანძურები გადაეცათ.

საჩუქრებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ლარი დაიხარჯა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საჯარო სკოლები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ
ახალციხეში ნორჩი პოეტების საღამო გაიმართა
ველორბოლაში  სკოლებს შორის ტურნირი ჩატარდა
ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხეში მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა