FM97.5 / LIVE

ახალციხის საჯარო სკოლები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.12.2014
„რა, სად, როდის“– ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში გაიმართა. გამარჯვებული გუნდები წიგნებით დასაჩუქრდნენ.

ახალციხის საჯარო სკოლები ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ

ინტელექტუალურ თამაშში: „რა, სად, როდის“, ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა ჩაერთო.
„საკმაოდ რთული კითხვები იყო. მოიცავდა ზოგად და კონკრეტულ განათლებას. ეს იყო იმ ბავშვებისთვის, ვისაც გაკვეთილების მომზადების გარდა აქვს დრო ზოგადი განათლების მისაღებად“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.

მისი თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია: „ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდულობით უნდა მოვაწყოთ ამ ტიპის შეხვედრები“.
ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი ანის საჯარო სკოლის გუნდმა „ელვამ“ მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა აწყურის სკოლა. მესამე და მეოთხე ადგილები კი კლდისა და ვალეს საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა საჩუქრად წიგნები გადასცეს.

„გამარჯვებისთვის აუცილებელია ვისწავლოთ ის გაკვეთილები, რასაც სკოლაში მასწავლებლები გვასწავლიან. გარდა ამისა, უნდა ვიკითხოთ დამატებით სხვა წიგნები, რათა გავიუმჯობესოთ აზროვნების უნარი. შეჯიბრებებში მონაწილეობა აუცილებელია, რათა აზარტული იყო და აზრი მიეცეს სწავლას“, – ამბობს ანის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გიორგი დიანოსაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინტელექტუალურ შეჯიბრში ვალის პირველმა სკოლამ გაიმარჯვა
უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
‘რა, სად, როდის’ – შეჯიბრი სკოლებს შორის
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მერიის გუნდმა მოიპვა
ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა
მინიფეხბურთში ბორჯომის გუნდმა გაიმარჯვა