FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა’

მთავარისამართალი 07.11.2013
როგორ აფასებს საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი.

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა’
საპარლამენტო უმცირესობის წევრის და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა: “პროკურატურაში ათიათასობით განცხადებაა შესული, სადაც მოქალაქეები თავიანთი უფლებების აღდგენას ითხოვენ, რაზეც გამოძიება და სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს“.

ჩიტაშვილის თქმით, დასაფასებელია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ დაიწყო: „ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში საკადრო რეფორმა არ გატარებულა. იქ დღემდე ძველი კადრები მუშაობენ, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან. ეს ფაქტი დადებითად უნდა შევაფასოთ, მათ შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნდა“.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი: „თუ სუფთა ოპოზიციის თვალით შევხედავ, ვიტყვი, რომ მათ მხრიდან გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი, აღკვეთის ღონისძიებებს ვგულისხმობ, სწორი არ არის ყველას დაპატიმრება“.

ჩიტაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა არჩილ კბილაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის რაიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ მთავარი პროკურორის განცხადების სჯერა: „კბილაშვილსა და ღარიბაშვილს შორის რაიმე უთანხმოებას გამოვრიცხავ. ხელისუფლება მთლიანად შეიცვალა, გვყავს ახალი პრეზიდენტი, მალე ახალ პრემიერ-მინისტრსაც დაამტკიცებენ. ვფიქრობ, რომ მთავარმა პროკურორმა საჭიროდ ჩათვალა, რომ თავს სამოქალაქო სექტორში უფრო კარგად იგრძნობდა, მე მჯერა მისი განცხადების“.

ვაჟა ჩიტაშვილს უჭირს პროგნოზი, ვინ შეიძლება დაიკავოს ეს პოსტი.

შეგახსენებთ დღეს, 7 ნოემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. კბილაშვილმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებული შეხედულებები სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში. „ყველას გაუჩნდება კითხვა რატომ მივდივარ. წინდაწინვე მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს“, - განაცახდა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ასევე სამოქალაქ სექტორში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი პრობლემების სხვაზე გადაბრალებაა’
ნოდარ ხადური ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება
ვანო მერაბიშვილი: 'კბილაშვილი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი'
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ