FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი პრობლემების სხვაზე გადაბრალებაა’

მთავარიპოლიტიკა 21.11.2013
რას გულისხმობს ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი „შსს-ს პოლიტიკისგან გაჩოჩებაში“ და იყო თუ არა პოლიტიზებული შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნისას.

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი პრობლემების სხვაზე გადაბრალებაა’
„არ შემეშინდება და ვიტყვი, თქვენ შსს ნამდვილად გააჩოჩეთ პოლიტიკისგან“, - ასე მიმართა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩიტაშვილი გვიხსნის, რომ იგი გაჩოჩებაში სულ განდევნას არ გულისხმობს: „ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდზე გაწიო“.

დეპუტატს აღნიშნულის განცხადების საფუძველი საარჩევნო პერიოდში პოლიციელებზე საკუთარმა დაკვირვებამ მისცა: „ვაკვირდებოდი პოლიციის საქმიანობას, მაინტერესებდა საარჩევნო პროცესებში ჩაერეოდა თუ არა და ასეთი რამ ნამდვილად არ შემინიშნავს“.

კითხვაზე, მისი განცხადების საფუძველზე იგულისხმება თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიცია პოლიტიზებული იყო, გვპასუხობს: „არა, რა თქმა უნდა, ასეთს არაფერს ვგულისხმობ, მანამდე რა როგორ იყო სხვა თემაა“.

ჩიტაშვილი აცხადებს, რომ შსს გარკვეულწილად პოლიტიზებული ჯერ კიდევაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სტრუქტურა აბსოლუტურად აპოლიტიკური უნდა იყოს.

„პოლიციელები რომ ქრთამს არ იღებენ და კრიმინალებთან არ არიან გათქვეფილნი, ასევე ის, რომ თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილნი, ეს გუშინ და დღეს კი არა, გაცილებით ადრე მოხდა. ამიტომ ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ კარგი იქნებოდა ეთქვა, იქ რა დახვდა, როცა მივიდა და ჩვენი მხრიდან ვიტყოდით, რომ თქვენ გვერდზე გააჩოჩეთ პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - ამბობს ჩიტაშვილი.

მას ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მინუსად, პრობლემების არსებობის არაღიარება და სხვაზე გადაბრალებაა მიაჩნია: „დედა რომ თავისი შვილის წარუმატებლობას მასწავლებელს აბრალებს, ეს ძალიან ცუდია, შვილი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება, როცა გაიზრდება“.

მისი თქმთ, ახალი ხელისუფლება ეკონომიკურ წარუმატებლობას პრეზიდენტის რიტორიკას აბრალებს: „ეს ძალიან ცუდია. შეიძლება არსებობდეს პრობლემა ეკონომიკაში ბიუჯეტთან დაკავშირებით და მისი კორექტირება გააკეთო, მაგრამ სხვას ეს ნამდვილად არ უნდა დააბრალო“.

ჩიტაშვილს უჭირს პროგნოზი, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს ახალგაზრდა მინისტრები: „ასაკი გადამწყვეტი ნამდვილად არ არის. წინასწარ ვერ გავაკეთებ დასკვნებს, რომ ჭიკაიძე და ღარიბაშვილი ქვეყანას დაღუპავენ, ან ააშენებენ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთ წელიწადში გამოჩნდება, მოიმატებს თუ არა ქვეყანაში კრიმინალი“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჟა ჩიტაშვილი: ‘მთავარმა პროკურატურამ, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, კარგად იმუშავა’
ვაჟა ჩიტაშვილი: 'სამწუხაროა, რომ ამ ადგილის აღმდგენი ციხეშია'
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება
ვაჟა ჩიტაშვილი - ამ კადრების გამო ამომრჩეველთან თავის მართლება მოგვიხდება
ვაჟა ჩიტაშვილი: ”აქციების მოტრფიალე არ ვარ”
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ