FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი ველოტურს უმასპინძლებს

მთავარისაზოგადოება 25.02.2015
6-8 მარტს სამცხე–ჯავახეთი მსოფლიო ველომოგზაურის - ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურს უმასპინძლებს.

სამცხე–ჯავახეთი ველოტურს უმასპინძლებს

6 მარტს ველომრბოლელები წალკა - ნინოწმინდა - ახალქალაქის 95 კმ–იან მონაკვეთს გაივლიან, 7 მარტს ახალქალაქი - ასპინძა - ახალციხის 80 კმ–ს, 8 მარტს ახალციხე - ვალე - ადიგენი - ზარზმის 55 კმ–იან მონაკვეთს. რეგიონს მეოთხე დღეს, 9 მარტს დატოვებენ. ამ დღეს ველომრბოლელები ზარზმიდან ხულო–შუახევის გავლით აჭარაში გადავლენ.

მსოფლიო ველომოგზაურის - ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტური "საქართველო მშვიდობისათვის" 25 თებერვლიდან იწყება და 25 მარტამდე გრძელდება. ეს ველოტურის მესამე ეტაპია. ტური საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და რაიონს და ჯამში 2200 კილომეტრს მოიცავს.
ველოტურის ორგანიზატორია საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა ერთისათვის" თავმჯდომარე ნოდარ ბერიძე.

მასშტაბური ველომართონები 2014 წლიდან დაიგეგმა. პირველი ველოტური "ყველა მშვიდობისათვის" 24 აგვისტოდან 10 ნოემბერის ჩათვლით უკრაიანში განხორციელდა, მოიცვა 5000 კმ-ზე მეტი და 22 საოლქო ქალაქი, თუმცა ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო, ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ნოდარ ბერიძემ მიიღო. მომავალი ტურების ორგანიზება კი სწორედ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისა და ველომოგზაურის ხსოვნის საპატივცემულოდ გადაწყდა.

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მე-2 ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის" (თბილისი - სამაჩაბლოს და აფხაზეთის საზღვრები) 2014 წლის 20-25 დეკემბერს განახორციელდა.

№3 ტურის შემდეგ დაანონსდება შემდგომი ველოტური №4 „კავკასია მშვიდობისათვის" (თბილისი-ბაქო-ერევანი-თბილისი, 2-30 აპრილი) და ყველაზე მთავარი - ველოტური №5 „საქართველო მშვიდობისათვის" (ა/წ 1-5 მაისს, თბილისი-სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრები) ქართველი, ოსი, აფხაზი, რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების ველომრბოლელების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი შეხვედრებით სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საზღვრისპირა, ასევე მარშრუტის ქალაქების მცხოვრებლებთან.

ველოტურების მისია და მიზანია:

მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება;
ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა;
ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია;
ფართო საზოგადოებისასთვის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიის და მიღწევების გაცნობა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი ველოტური საქართველოში
ახალციხეში ველოტური მოეწყო
ახალციხეში ველოტური მოეწყო
ახალციხეში გარბენი და ველოტური მოეწყო [Photo]
საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა
ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება
ახალციხის მერობის კანდიდატი „ეროვნული ფორუმიდან“ ჯუმბერ ინასარიძეა