FM97.5 / LIVE

ზედმეტი სულები წყლის ქვითრებში

მთავარიეკონომიკა 16.04.2012
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახალქალაქის მცხოვრებლებს საშუალება მისცა 1 მაისამდე სასმელი წყლის ქვითარში დაფიქსირებული სულადობა გადაამოწმონ

გასული წლიდან მოყოლებული, ახალქალაქის მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადზე პრობლემები აქვს. აბონენტები
წყლის საფასურს სულადობის მიხედვით, სულზე 25 თეთრს იხდიან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სულადობის რაოდენობა სამოქალაქო რეესტრმა მიაწოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქვითრებში ოჯახის წევრთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კონკრეტულ სახლებში რეალურად ცხოვრობენ. ამის გამო, ბევრმა საჩივრით წყალმომარაგების კომპანიას მიმართა, თუმცა მათ სამოქალაქო რეესტრში გადაამისამართეს.

კარინე იშხანიანმა მიიღო ქვითარი, რომლის მიხედვით მის ბინაში ერთი უცნობი ქალბატონია რეგისტრირებული.

- ’’აღმოჩნდა, რომ ჩვენს სახლში ჩაწერილია ვინმე წაღიქ უზბაშიანი, რომლის შესახებ არც კი გვსმენია. ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ’’, - ამბობს იგი.

აღნიშნული პრობლემების გამო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გადაწყვიტა ქვითრები სხვაგვარად შეემოწმებინა.

- ’’სისტემამ, რომლითაც ქვითრებს ვბეჭდავდით, არ გაამართლა. აღმოჩნდა, რომ სახლების მეპატრონეებიც და მობინადრეებიც იცვლებოდნენ, მონაცემები კი არ იცვლებოდა, ზოგ სახლში 10 ადამიანია ჩაწერილი, რეალურად კი რამდენიმე ცხოვრობს’’, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის დირექტორი არტაკ ტარლამაზიანი.

- ’’ოჯახში ორი სული ვართ, მაგრამ ქვითარი სამზე მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სახლში მეზობლის შვილია ჩაწერილი. ალბათ უბრალოდ შეცდომა გაიპარა’’, - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი ბავაქან მელქონიანი, რომელმაც საკუთარი ქვითარიც უნდა გაასწოროს და ქალიშვილისაც, რომლის ქვითარში ხუთის ნაცვლად 15 წევრია დაფიქსირებული.

რეესტრის მონაცემების შესწორებას ახალქალაქელები რამდენიმე თვეა ცდილობენ. ინფორმაცია მათ ბუკლეტებითაც მიაწოდეს და ტელევიზიითაც. ქვითრების შესასწორებლად აბონენტებმა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ.

აღრიცხვის მენეჯერი აღუნიკ პალოიანი ამბობს, რომ დღეში უამრავი ადამიანი აკითხავთ, თუმცა, ეეჭვება პირველ მაისამდე ქვითრების შესწორება ყველამ შეძლოს. ვინც ვერ მოასწრებს, ქვითარში ჩაწერილი სულადობის მიხედვით უნდა გადაიხადოს.

წყალმომარაგების კომპანიაში გადასახადების გადახდის მაჩვენებლით უკმაყოფილო არიან.

- ’’მაისის ბოლომდე იურიდიულ სუბიექტებს წყლის მრიცხველი დაუმონტაჟდება. ფიზიკური პირების გამრიცხველიანება ჯერ არ იწყება, მაგრამ თუ მოსახლეობა წყლის საფასურს არ გადაიხდის, იქაც დავაყენებთ მრიცხველებს’’, - აცხადებს არტაკ ტარლამაზიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ხშირად სასმელი წყლის გარეშე რჩებიან
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
‘სასმელ წყალში ფეკალიები არ აღმოჩნდა’ –  წყალმომარაგების კომპანია
ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს
რეგიონებში წყლის დავალიანება გაუნახევრდებათ
ახალქალაქში იურიდიული პირები წყლის მრიცხველების დაყენებაზე უარს ამბობენ
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება