FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლები ერთმანეთს ჭადრაკში შეეჯიბრნენ

მთავარისაზოგადოება 20.02.2015
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ჭადრაკში ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხის სოფლები ერთმანეთს ჭადრაკში შეეჯიბრნენ

ჭადრაკის ჩემპიონატი დღეს, 20 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

ჩემპიონატი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ჩატარდა. ნახევარფინალში ერთმანეთს სოფლების: კლდის, სვირისა და ანდრიაწმინდის წარმომადგენლები შეხვდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა სოფელ წნისის წარმომადგენელი ბონდო გოგოლაძე, მეორეზე ანდრიაწმინდის წარმომადგენელი მიხეილ ინასარიძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი სოფელ კლდის წარმომადგენელი ილია ზუმბაძე გახდა.

გამარჯვებულებს სიგელები და მაგიდის საათები გადასცეს. ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ერთადერთი ქალი მონაწილე ელენე აფრიამაშვილი და ყველაზე პატარა მონაწილე ნუგზარ მანჩხაშვილი.

ჩემპიონათის მოწყობა ადგილობრვ ბიუჯეტს 275 ლარი დაუჯდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა
უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა
მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში გამარჯვება აწყურის გუნდს ერგო
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში სვირის გუნდს ერგო
ბორჯომში კიკბოქსში ღია ჩემპიონატი გაიმართა
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა