FM97.5 / LIVE

ელგუჯა ბიჭაშვილი: ‘ახალციხის ციხეზე კადრები გაბერილი არასოდეს ყოფილა’

მთავარისაზოგადოება 09.02.2015
ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი ირწმუნება, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ახალციხის ციხეში კადრები გაბერილი არ ყოფილა.

ელგუჯა ბიჭაშვილი: ‘ახალციხის ციხეზე კადრები გაბერილი არასოდეს ყოფილა’

ელგუჯა ბიჭაშვილი ბოლო პერიოდში ახალციხის ციხის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსა და ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. ბიჭაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერის ნათქვამს, იმის შესახებ, რომ ციხეში ამდენი კადრი საჭირო არ იყო, არ იზიარებს.

„გიორგი კოპაძემ ალბათ ვერ ერკვევა, რომ ახალციხის ციხე 7 ჰექტარზეა გაშენებული. იმ თანამშრომლებს, რომლებიც შეამცირეს, ყველას თავისი ტერიტორია ჰქონდა გამოყოფილი და უვლიდა. ყველაფერი იდეალურად იყო: დასუფთავება, გამწვანება, წყალმომარაგება. რამდენიმე ადამიანია საჭირო, რომ ძვირადღირებულ წყალსაქაჩებს მოუარონ, ასევეა განათების კუთხითაც. ამ ყველაფერს ერთი კაცი ვერ მოუვლის, ამიტომ არის, რომ დღეს ციხეზე ყველაფერი მოუწესრიგებელია“, – ირწმუნება ციხის ყოფილი დირექტორი.

ელგუჯა ბიჭაშვილი ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ციხეს გაცილებით მეტი უცხოელი და ადგილობრივი ტურუსტი სტუმრობდა: „გადახედოს მერმა მაშინდელ მომსახურებას, ტურისტების რაოდენობას, შემოსავალს და დღევანდელ მონაცემებს. მან არ იცის, რა არის მენეჯმენტი, გაბერილი კადრები მერიასა და საკრებულოშია“.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბრიდან ახალციხის ციხემ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებისა და შტატების შემცირება დაიწყო. ადგილობრივმა ბიუჯეტმა კი ციხეს სუბსიდია შეუმცირა. ციხეში მომხდარ მოვლენებს სისტემატურად აშუქებდა "სამხრეთის კარიბჭე", თემა გააშუქა „რუსთავი 2“–მაც, გადაცემა "პოსტკრიპტუმში" გააშუქა. მედიაში გავრცელებული ამბების შემდეგ, ახალციხის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. კოპაძემ განმარტა, რომ ციხეში შტატების შემცირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის შემცირებამ გამოიწვია. მისივე თქმით ახალციხის ციხეზე 104 თანამშრომელი მუშაობდა. 70 ადამიანზე მეტი ხელშეკრულებით იყო აყვანილი, რაც ზედმეტი იყო. გარდა ამისა, მერმა განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირების შემდეგ, ციხის ადმინისტრაციამ მარკეტინგის გაუმჯობესება დაიწყო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი
გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა
‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა