FM97.5 / LIVE

ახალციხის ერთ–ერთ საბავშო ბაღში პურში თაგვის ცურცლი იპოვეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.11.2014
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერი ნინო ბაღდოშვილი ამბობს, რომ ბაღში შეტანილ პურში თაგვის ცურცლი აღმოაჩინეს. მენეჯერი მერიისგან რეაგირებას ითხოვს.

ახალციხის ერთ–ერთ საბავშო ბაღში პურში თაგვის ცურცლი იპოვეს

ეს ფაქტი ახალციხის მერიისთვის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელისთვის ცნობილი დღეს გახდა. შეხვედრაზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, რომელსაც ბაღის მენეჯერები და შშმ პირები ესწრებოდნენ. ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა ნინო ბაღდოშვილმა სურსათის ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბაღი საჭმელად უვარგისი პურით მოამარაგეს.

ნინო ბაღდოშვილმა შეხვედრაზე პურის ნაჭერიც მიიტანა, სადაც მისივე თქმით, თაგვის ცურცლი აღმოაჩინეს. ბაღდოშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ნანა ბერიძემ კი განაცხადა, რომ აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

„ბაღები ერთ–ერთი ადგილობრივი პურის საცხობიდან მარაგდება, ტენდერი მოგებული აქვს გორის კომპანიას და მისი ქვეკონტრაქტორი გვამარაგებს. პირველ რიგში დავიბარებთ და პასუხს მოვთხოვთ თუ რატომ მოხდა ეს. ამას მოჰყვება სურსათის უვნებლობის სამსახურის ჩარევაც და აუცილებლად შემოწმდება პროდუქტის ხარისხი“, – ამბობს ნანა ბერიძე და ამატებს, რომ დაწესებულებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის იმ ობიექტების ჩამონათვალი გადაცემული აქვს, რომლებიც საბავშვო ბაღებს ამარაგებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ