FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
ახალციხის ციხის ადმინისტრაცია, რეორგანიზაციის შედეგად ერთი თვის წინ გათავისუფლებული შვიდი თანამშრომლიდან ექვსს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე ხელშეკრულებით აიყვანს.

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ

ააიპ ახალციხის ციხეში განმარტავენ, რომ შვიდი თანამშრომლიდან სამსახურში დაბრუნება ექვს მათგანს შეუძლია, რადგან ერთის შტატი უკვე გაუქმდა.

„ოთხთან ხელშეკრულება დღეს, 17 მაისს ოქტომბრის ბოლომდე გავაფორმეთ, ორს კი ორშაბათს, 20 მაისს ველოდებით ახალციხის ციხეში. რა პოზიციაზეც მანამდე იყვნენ იმ პოზიციაზე აღვადგინეთ“,–გვითხრა ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილემ ნათია ხუციშვილმა.

ორშაბათს, 20 მაისს გაირკვევა დაბრუნდებიან თუ არა ახალციხის ციხეზე ექვსი თვით სამუშაოდ გამწვანების და გათბობა–გაგრილების სპეციალისტები რეზო გიქოშვილი და ვეფხვია სამსონიძე.

„თუ იგივე თანამდებობაზე დამაბრუნებენ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“, – განმარტავს „სამხრეთის კარიბჭესთან ვეფხვია სამსონიძე.

მიმდინარე წლის ხუთ აპრილს რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან სამსონიძე ერთ–ერთია, რომელმაც ახალციხის ციხის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მასთან ერთად სამსახურში აღდგენას და განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვს ყოფილი საქმის მწარმოებლი მაია მაისურაძეც, რომლის შტატი გაუქმდა.

ახალციხის ციხეზე რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები 2018 წლის დეკემბერში გააფრთხილეს. რეორგანიზაცია 2019 წლის ხუთ აპრილს დასრულდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიდან  ერთმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან სასამართლოს ორმა მიმართა
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
მაისურაძე, სამსონიძე,  გიქოშვილი – ყოფილი თანამშრომლები ახალციხის ციხის  წინააღმდეგ
ახალციხის ციხიდან  გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის საქმეზე მხარეებს მორიგება შესთავაზა
'შევეკამათე და ამიტომ გამათავისუფლეს', – ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი