FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

მთავარისამართალი 18.12.2014
ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.

ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს დაბა აბასთუმანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს“, – აცხადებენ შსს–ში.

სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. მოპარული ჭურჭლის ნაწილი ამოღებულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
აბასთუმნის დედათა მონასტრის ქურდობის საქმე გახსნილია
შსს-მ ახალციხეში ქურდობის სამი ფაქტი გახსნა
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შსს-მ ჯავახეთში ქურდობის ფაქტზე 6 პირი ამხილა
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-მ  ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა