FM97.5 / LIVE

შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

მთავარისიახლე, სამართალი 09.11.2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს ექვსი პირი, რომლებმაც სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს

შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

უწყების ცნობით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონიძიებების შედეგად, ექვსი პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., 1993 წელს დაბადებული პ.ა. და 1998 წელს დაბადებული გ.უ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს. ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს", – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო: "
ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს".

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შსს-მ ჯავახეთში ქურდობის ფაქტზე 6 პირი ამხილა
შსს-მ  მაგისტრალური მილსადენიდან  ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა
სპილენძის სადენის ქურდობის ბრალდებით, ნინოწმინდაში 1 პირი დააკავეს, 2 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ნინოწმინდაში 2 პირი დააკავა