FM97.5 / LIVE

აბასთუმნის დედათა მონასტრის ქურდობის საქმე გახსნილია

მთავარისამართალი 24.01.2014
შსს-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

აბასთუმნის დედათა მონასტრის ქურდობის საქმე გახსნილია
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვლადიმერ ზ, 1975 წელს დაბადებული იური ო. და 1963 წელს დაბადებული სტეპან ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა 23 იანვარს, გამთენიისას, ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრიდან 2 ცალი ანტიკვარული „სამოვარი“ და სხვადასხვა სახის მოვერცხლილი და მოოქროვილი ჭურჭელი მოიპარეს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ ჩააბარეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შეგახსენებთ, რომ კურორტ აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერი რომანოვების სასახლეშია განთავსებული. 2008 წლის 12 მარტს მონასტერს ხანძარი გაუჩნდა და სასახლე, რომელიც გარედან მთლიანად ხის იყო, ნაწილობრივ დაიწვა. დამწვარი შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა და იმ ადგილას, ნახევრად დამწვარი ძველი შენობის გვერდით, ახალი შენობა აშენდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში  დედათა მონასტერი გაქურდეს
ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შსს-მ  მაგისტრალური მილსადენიდან  ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შსს–მ წაღვერში აგარაკის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა