FM97.5 / LIVE

არალეგალური მიგრაცია და მისი უარყოფითი მხარეები – დისკუსია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 17.12.2014
რა რისკები აქვს არალეგალურ მიგრაციას რა შედეგების მოტანა შეუძლია კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნისთვის, – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა სტუდენტებთან დისკუსია გამართა.

არალეგალური მიგრაცია და მისი უარყოფითი მხარეები – დისკუსია ახალციხეში

დისკუსია დღეს, 17 დეკემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.

„შეხვედრა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას მიგრაციის საკითხებზე. ვისაუბრეთ საზღვარგარეთ განათლების მიღების ან დასაქმების რა შესაძლებლობებია. ასევე ვისაუბრეთ რა რისკები აქვს არალეგალურ მიგრაციას და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს კონკრეტულად ადამიანს და ქვეყანას“, – ამბობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი თიკო ტყეშელაშვილი.

მისივე თქმით, 2013 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 44 პროცენტი გამოხატავს სურვილს დროებით გაემგზავროს ქვეყნიდან სხვადასხვა მიზნით. ამ კუთხით, ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ახალგაზრდებია.

„ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდებთან საუბარი. უნდა იყვნენ ინფორმირებული და დაცული, რომ არ შეექმნათ საფრთხე“.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადსხვა ქალაქში ტარდება. საქმიანობა ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

„საინტერესო შეხვედრა იყო. გავიგეთ ბევრი ახალი მიგრაციის შესახებ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე ბერიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მიგრაციაზე იმსჯელეს
‘ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში’– დისკუსია ახალციხეში
„კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ – ახალციხეში დისკუსია გაიმართება
‘მშვიდობის მშენებლობის პროცესში’ ახალგაზრდების როლზე მრგვალ მაგიდასთან ისაუბრებენ
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
საქართველო და ნატო – დისკუსია ახალციხეში
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]