FM97.5 / LIVE
ითხოვენ.">

MDF, TDI და GDI "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 15.12.2014
„მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტების განცხადებების გამოძიებას ითხოვენ.

MDF, TDI და GDI  "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI შეშფოთებას გამოთქვამენ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭეს" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება.

"სამხრეთის კარიბჭის" რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ბრალდებულის და: "სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა,ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”, რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.

თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და "რჩევები", შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო ("თუ მაგალითად დაგაკავებენ შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ").

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამდენად,

• მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი;
• მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდი - MDF
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი- TDI
საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა - GDI


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები – გამოხმაურება მედიაში
TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს
'არა-ფობიას!' – განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებულ ქსენოფობიაზე
ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება