FM97.5 / LIVE
“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება

“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება

მთავარისაზოგადოება 12.12.2014
დღეს, 11 დეკემბერს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციასთან შეიკრიბნენ სოფელ გოგაშენის მცხოვრებლები, რომლებმაც რედაქცია ამბის მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს.

“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება

კერძოდ, საუბარია ახალქალაქის მუნიციპლიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარ შემზარავ მკვლელობასა და მასთან დაკავშირებული ამბების გაშუქებაში.

გოგაშენის მცხოვრებლების გაღიზიანება, „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სათაურით: „ბრალდებულის და: “სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”

სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ გოგაშენში მომხდარი მკვლელობის ღამეს, მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები, დები და ერთ-ერთი დის შვილი, რაიონულ სამმართველოში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. სამართალდამცავები მათგან მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფელის გამხელას მოითხოვდნენ. რესპონდენტები ადანაშაულებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესა და მის რამდენიმე თანამშრომელს.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ შეკრებილები, დაზარალებულების ახლობლები, დღეს აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია, სამართალდამცველები მსგავს საქციელს არ ჩაიდენდნენ, რადგან მათი დამსახურებაა, რომ სოფელმა ბრალდებულის ახლობლები ლინჩის წესით არ გაასამართლა.

გარდა ამისა, დაზარალებულების ახლობლები „სამხრეთის კარიბჭეს“ ადანაშაულებდნენ ამბის მიკერძოებულად გაშუქებაში. ისინი ამბობდნენ, რომ გაზეთი არ დაინტერესებულა დაზარალებულების პოზიციით. ასევე, არ გაუშუქებია ის ფაქტი, რომ ბრალდებულის ახლობლებს იცავს პოლიცია.

გოგაშენში შემზარავი მკვლელობა 2014 წლის 11 ივლისს მოხდა. მომხდარიდან დღემდე „სამხრეთის კარიბჭე“ სისტემატურად აშუქებდა ამ ამბებს. წერდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულების, ასევე, დაზარალებულების მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ სოფელი მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლების გასახლებას ითხოვდა, სოფელში იყო დაპირისპირებები და დების ოჯახებმა მცირე ხნით სოფელი დატოვეს კიდეც. წერდა იმასაც, რომ ბრალდებულის ახლობლები სოფელში პოლიციის დახმარებით დაბრუნდნენ და მათ ოჯახებს სამართალდამცველები ამ დრომდე იცავენ.

მიუხედავად იმისა, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ ამ 5 თვის განმავლობაში არაერთი სტატია აქვს ამ თემაზე გამოქვეყნებული და ეს არ არის , ბრალდებულების ახლობლების პრობლემებზე პირველი სტატია, ამ დრომდე დაზარალებულების ახლობლებს მსგავსი ფორმით პრეტენზია რედაქციის მისამართით არ გამოუთქვამთ.

გამომდინარე აქედან, რედაქციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ უკან სხვები დგანან. ეს აქცია დაემთხვა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას. აქვე გეტყვით, რომ ამ თემაზე მასალები მოამზადა ტელეკომპანია “მაესტრომაც” და დღის წესრიგში დადგა სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძის მოხსნის საკითხი.

დღეს საღამოს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სიტყვიერი დაპირისპირება ჟურნალისტებსა და დაზარალებულებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. რედაქციასთან მობილიზებული იყო პოლიცია და იცავდა წესრიგსა და უსაფრთხოებას.

„სამხრეთის კარიბჭე“ აცხადებს, რომ ეს იყო რედაქციის მუშაობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეადქციისა და მისი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებას და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

„სამხრეთის კარიბჭე“ აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ გოგაშენში მომხდარი ამბავი იყო შემზარავი, ესმის დაზარალებულების გულისტკივილი და თანაუგრძნობს მათ. თუმცა, პროფესია გვავავლდებულებს აღვწეროთ ყველა ამბავი და ყველა პრობლემა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამდენად, რედაქცია გვერდს ვერ აუვლიდა ამ ამბებს და მოვლენათა განვითარებას მომავალშიც მიადევნებს თვალს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’
ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები სოფელში ბრუნდებიან
გოგაშნელების აქცია "სამხრეთის კარიბჭესთან" [Video]
რას ითხოვენ გოგაშნელები
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ