FM97.5 / LIVE
TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს

TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს

მთავარისაზოგადოება 16.12.2014
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება ბოლო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონული მედიის საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს.

TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სამხრეთის კარიბჭე

"მიმდინარე წლის დეკემბერში ახალციხეში მოქმედმა რეგიონულმა გაზეთმა და ვებპორტალმა "სამხრეთის კარიბჭე" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა". სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ეკატერინე ათოშვილი „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორს ნინო ნარიმანიშვილს დაუკავშირდა და სტატიის სათაურის შეცვლა სთხოვა. უარის მიღების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა განმეორებით სცადა ჟურნალისტის გადარწმუნება. იმავე საღამოს ჟურნალისტთან მისი ახლობელი პოლიციის თანამშრომელი მივიდა და სტატიის სათაურის შეცვლა "შინაურულად" სთხოვა. რედაქციამ სტატიის სათაური არ შეცვალა, რის შემდეგაც პორტალის ოფისთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "სამხრეთის კარიბჭის" წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ სტატია რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებას შეეხებოდა. ეჭვმიტანილის დის განცხადებით, მას და მის არასრულწოვან შვილს დაკითხვისას პოლიციის შენობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, რაშიც, სხვა თანამშრომლებთან ერთად სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე მონაწილეობდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ თანამშრომლების განცხადებით, მას შემდეგ რაც პოლიციას სათაურის შეცვლაზე უარი განუცხადეს, სამართალდამცავებმა სოფლის მცხოვრებლების აქციის ორგანიზება მოახდინეს. პოლიცია ასევე დაზარალებულის დის ჩვენების შეცვლას შეეცადა. „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პატიმარი ზურა ხუციშვილი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტები რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადაშაულა.

გურია ნიუსი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის ახლადარჩეულმა მერმა ბეგლარ სიორიძემ „გურია ნიუსის“ კორესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა დაურეკა და ჰკითხა, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მერმა პირები, რომელთაც საპატიო ოზურგეთელის წოდება მიენიჭათ.
მანამდე კი, მიმდინარე წლის თებერვალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილსშეუარაცხყოფა მიაყენა, როდესაც ჟურნალისტი მისგან კომენტარის აღებას ცდილობდა. ყოფილმა გამგებელმა შემდეგ ბოდიში მოიხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე შარაშენიძე ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ოზურგეთის მერის მრჩეველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სოფო ჭანტურია, ადგილობრივი მედიის, მათ შორის „გურია ნიუსისა“ და „გურიის მოამბის“ წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელში სისტემატურად ბრალდებებს უყენებდა და ზოგს საქმიანობის აკრძალვითა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. „გურია ნიუსის“ განცხადებით, სოფო ჭანტურიას განცხადებების გამო ჟანა მეგრელიშვილმა პროკურატურას მიმართა, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.

პროკურატურას „გურია ნიუსის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მიმართა, მას შემდეგ რაც კორესპონდენტის განცხადებით, სოციალური მედიის „მართალი გურულის“გვერდზე პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. სკრინშოტები გავრცელდა, რომლებიც გაყალბებული ექაუნთიდან იყო გაკეთებული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ნატო გოგელიას განცხადების საფუძველზეა დაწყებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს „სამხრეთის კარიბჭის“ საქმიანობაში პოლიციის ჩარევის ფაქტების გამოძიება როგორც ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტებზე, ასევე სამართალდამცავი პირების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე;

    • დადგეს იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე ახორციელებდა ზეწოლას.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
MDF, TDI და GDI  "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
TI: რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საფრთხის შემცველ  ტენდენციად ყალიბდება
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები – გამოხმაურება მედიაში
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
‘სამხრეთის კარიბჭის’ სტატიამ ‘მე მიმიღეს’ მედიის მიგრაციის ლაბორატორიის ჯილდო მიიღო