FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის ოჯახი თანასოფლელებმა დაარბიეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 19.07.2014
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის ოჯახს თანასოფლელები სოფლიდან გადასახლებას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლ–კარისა და ნათესების გადაწვით ემუქრებიან.

ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის ოჯახი თანასოფლელებმა დაარბიეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრებ გია ნათენაძეს გუშინ, 18 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, 15–მდე თანასოფლელი ქვებით მიუვარდა და სახლის ფანჯარა ჩაუმტვრია. როგორც გია ნათენაძე იხსენებს, ადგილობრივები მისი მისამართით ილანძღებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ არ გაახარებდნენ, თუ სოფელს არ დატოვებდა. ძმის დახმარებით, რომელიც იმ დროს მას სტუმრობდა, გია ნათენაძემ სახლი გუშინვე დატოვა და თავს ახალციხეში, ძმის ოჯახში აფარებს.

ნათენაძის ოთხსულიან ოჯახს თანასოფლელები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი ოჯახის ახლობელმა, გენადი ი–მ, 10 ივლისს, კარაბინის ტიპის იარაღით ბებია, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ. და მისი შვილიშვილი, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული გია ნათენაძის მეუღლის ძმაა. ნათენაძე და გარდაცვლილი მელანიას ძმა (ვის ოჯახში სტუმრობისასაც შემთხვევა მოხდა), კარის მეზობლები არიან.

როგორც ნათენაძე გვიამბობს, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მას მთელი სოფელი დაუპირისპირდა: „შემომითვალეს, აიყარე ამ სოფლიდან და გადასახლდი, სულ ერთია არ გაგახარებთ, ყველაფერს გადაგიწვავთო. ემუქრებიან ჩემს შვილებსაც, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან. მკვლელობა ჩემმა ცოლის ძმამ ჩაიდინა, ნამდვილად საშინელება მოხდა, მესმის გამწარებული ხალხის, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ცოლისძმას არც ველაპარაკებოდი, მასთან კონფლიქტი მქონდა“.

ამავე სოფელში, გოგაშენში ცხოვრობს მკვლელობაში ბრალდებულის მეორე დის ოჯახიც. თანასოფლელები მათაც დაუპირისპირდნენ. ნათენაძისგან განსხვავებით, მათ მუქარას ვერ გაუძლეს და ერთი კვირაა სოფლიდან დროებით წალკაში გადასახლდნენ.

ერთი კვირაა სოფელი დატოვეს გია ნათენაძის მეუღლემ და შვილებმაც. „განსაკუთრებით მეუღლეზე აქვთ აგრესია, აქ ვეღარ გაჩერდებოდა, საშიში იყო“, – ამბობს გია ნათენაძე.

მომხდარის შემდეგ პოლიცია იცავს ნათენაძის სახლსაც, თუმცა, გუშინ, ადგილობრივების შეჩერება ვერც პოლიციელებმა შეძლეს.
„პოლიციამაც რა ქნას, ვერ შეაჩერა ის ხალხი. მირჩიეს რამდენიმე დღე სოფელს გამოვრიდებოდი“, – ამბობს გია ნათენაძე.

ვიდრე დაარბევდნენ, სოფლიდან გამორიდება ნათენაძეს სოფლის დეპუტატმა დავით თაქთაქიძემაც ურჩია. თანასოფლელებმა ნათენაძეს შუამავლად სწორედ თაქთაქიძე მიუგზავნეს

„მირჩია, აღელვებულია ხალხი და სანამ დაწყნარდება გაერიდე, წინ რომ შეეჩეხო, რამე უბედურება არ დატრიალდესო“, – ამბობს ნათენაძე და ამატებს, რომ როგორც იცის სოფელში მისი გასახლების მიზნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

დავით თაქთაქიძე ადასტურებს, რომ თანასოფლელებისა და ნათენაძის ოჯახის შერიგება ნამდვილად სცადა.

„გუშინ არ ვიყავი სოფელში, თუმცა, ვიცი რაც მოხდა. მე მანამდე, ვიდრე ეს შემთხვევა მოხდებოდა, როგორც დეპუტატი არა, როგორც მეზობელი და ადგილობრივი ისე მივედი და ვთხოვე რამენიდმე დღით დაეტოვებინა სოფელი, ვიდრე ხალხი დამშვიდდებოდა. მინდოდა ორივე მხარე შემეხვედრებინა ერთმანეთისთვის, რომ გარკვიათ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, მაგრამ ვერ მოხერდა. გამწარებულია ხალხი და მათიც მესმის. მკვლელობის ამბავს იძიებენ, გაირკვევა მტყუან–მართალი და ალბათ სოფელიც დამშვიდდება“, – ამბობს თაქთაქიძე და ამატებს, რომ სოფელში ხელმოწერების შეგროვება ნამდვილად დაიწყეს: „ჯერ მიცვალებულები დაკრძალულიც არ იყვნენ და როგორც ვიცი, თითქმის მთელი სოფელი უწერდა ხელს“.

გოგაშენში დაახლოებით 60 კომლი ცხოვრობს. გია ნათენაძე გოგაშენში დაიბადა და გაიზარდა. მთელი მისი ცხოვრება ამ სოფელს უკავშირდება. ამბობს, რომ ამ შემთხვევამდე კონფლიქტი არავისთან ჰქონია: „4 ოჯახის მიწებს ვამუშავებ, 2 ჰექტარზე კარტოფილი მითესია,4–ზე შვრია, 2–ზე ქერი და დაახლოებით 2,5–ზე ბალახი. 85 სული ცხვარი. 9 მეწველი ძროხა, 7 დეკეული და 10 ხბო მყავს. მყავს ფუტკარი და ათეულობით ქათამი, როგორ ავიყარო? რომ ავიყარო, სად გადავსახლდე? ან რატომ უნდა გადავსახლდე, მე ხომ არაფერი ჩამიდენია. ორი დღეა ყველაფერი უპატრონოდ მივატოვე, ისიც არ ვიცი, რომ ავალ, თუ მოვახერხე ასვლა, რა დამხვდება?!“

თაქთაქიძეც ადასტურებს, რომ ამ შემთხვევამდე სოფელში ნათენაძესა და ადგლობრივებს შორის კონფლიქტი ნამდვილად არ ყოფილა.

როდის შეძლებს სოფელში დაბრუნებას, ნათენაძემ არ იცის. ამბობს, რომ აპირებს მომხდარის შესახებ სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისწეროს. სოფლის დატოვებას არ აპირებს, იქამდე მაინც, ვიდრე მოსავალს დააბინავებს და თუ მუქარა და დარბევა გაგრძელდება, არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე უბედურება მოხდეს.

გოგაშენში გუშინ მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. შსს–ში აცხადებენ, რომ სოფელში მომხდარზე ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს წინასაგამოძიებო მოკვლევა აქვს დაწყებული.

შეგახსნებთ, 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები სოფელში ბრუნდებიან
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფელში ქვებითა და ხელკეტებით დახვდნენ
'პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და შვილებიანად დავიწვები'
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება