FM97.5 / LIVE

რას ითხოვენ გოგაშნელები

მთავარისაზოგადოება 13.12.2014
რას ითხოვენ გოგაშნელები „სამხრეთის კარიბჭესგან“ საპროტესტო აქციის მეორე დღეს და რაში ადანაშაულებენ რედაქციას;

რას ითხოვენ გოგაშნელები
გოგაშნელებმა აქცია „სამხრეთის კარიბჭესთან“ მეორე დღეს, 12 დეკემბერსაც გამართეს, თუმცა, ვიდრე ხალხი შეიკრიბებოდა, გოგაშენში გარდაცვლილების ნათესავი, ილარიონ გოხაძე რედაქციაში შემოვიდა და ყვირილი დაიწყო: „რატომ არ წერთ ყველაფერს ისე როგორცაა?! დახურვა გინდათ?! ხოდა დაგხურავთ?! ახლა გამოდით და პასუხი გაეცით, მთელი სოფელია მოსული აქ!“

რას ითხოვენ გოგაშნელები

აქციაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ წარმომადგენლების გასვლის შემდეგ, გოგაშნელებმა განაცხადეს, რომ არავის არაფრით ემუქრებიან და ამჯერად მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციის გაშუქება უნდათ.

„გუშინ ღამით, აქედან რომ წავედით, სახლში პოლიცია მოვიდა, 112-ზე ზარია შესული და თქვენ ბრალდებულის ოჯახის წევრები შეურაცხყოფის მიყენებაში გადანაშაულებენო. არადა გუშინ აქ ვიყავი აქციაზე. თვალით არავინ მინახავს, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ვინმესთვის, დაანებონ ჩივილს თავი, გვაკმარონ რაც დაგვმართეს, თორემ რეგიონს დავაყენებთ ფეხზე!“ - აცხადებს გოხაძის მეუღლე ლალი მაისურაძე.

რას ითხოვენ გოგაშნელები

ფატმან ნათენაძის განცხადებით, გარდაცვლილის დამ მას შეურაცხყოფა არა ერთხელ მიაყენა: „გასვენებიდან მოვდიოდი, გზაზე დამხვდა და შემაფურთხა, თან დააყოლა, ჩემი ძმის საქმე უნდა გავაგრძელო და ყველა დაგხოცოთო. მეორედ ასე ახალციხის სასამართლოსთან მომექცა. ხელახლა გამოიძიონ ეს საქმე და ეს ხალხი გაგვაცალონ სოფლიდან თორემ იქ მკვლელობები გაგრძელდება“.

„მთელი სოფელი სისხლით მორწყეს, ორი ადამიანი, რვა თვის ბავშვი მოგვიკლეს და კიდევ არ ჩერდებიან!“ - აცხადებს თამრიკო ინასარიძე.
კითხვაზე, რას ითხოვენ „სამხრეთის კარიბჭესგან“ გვიპასუხეს: „აქციას იმიტომ ვმართავთ, რომ სიცრუე წერია „სამხრეთის კარიბჭეში“.

ასევე, კითხვაზე, თუ „სამხრეთის კარიბჭე“ მომხდარიდან დღემდე, ხუთი თვის განმავლობაში ცრუ ინფორმაციას აშუქებდა, აქამდე პროტესტი რატომ არ გამოხატეს, გვიპასუხეს: „ბოლო სტატია იყო ბოლო წვეთი. (ბრალდებულის და: „სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა“ სკ). ამოვიდა ყელში ცილისწამება და ტყუილი“.

მათი განცხადებით, „სამხრეთის კარიბჭეს“ ბრალდებულის დასა და მისი მცირე წლოვანი შვილების სამხარეო-სამმართველოში ცემის შესახებ არ უნდა დაეწერა, ეს არ არის მართალი და იმიტომ: „პოლიცია სოფელში იცავს მათ, ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, იქ უარესი მოხდებოდა, ალბათ დავხოცავდით ერთმანეთს. ეს პოლიციელები ასეთ რაღაცას არ იზამდნენ. ან, იმ 15-16 წლის გოგოს, რომ ამბობს გაუპატიურებით მემუქრებოდნენო, არ რცხვენია?!“

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, პოლიცია მათ უფრო ჩაგრავს და გვერდით სწორედ ბრალდებულის დების ოჯახებს უდგას.

„ერთი სიტყვის გულისთვის ერთი „სუტკა“ ჩამსვეს, ეგენი გამოვიდნენ შეურაცხყოფა მომაყენეს და მოწმედ ისევ თავისი ხალხი დაიყენეს, ამიტომ ბოლოს ყველაფერი მე დამბრალდა“, - გვითხრა შოთა ნათენაძემ.

ილარიონ გოხაძის განცხადებით, მათ ბრალდებულის დები და მათი ოჯახის წევრები პროვოკაციაზე აგებენ: „ერთხელ დამაკავეს კიდეც მაგათ გამო. ხმა ვეღარ ამომიღია ოჯახში. აღარ შეიძლება მეტის მოთმენა. თუ არ გაასახლებენ მაგათ სოფლიდან მთელ ახალქალაქის რაიონს ფეხზე დავაყენებთ“.

გოგაშნელები ბრალდებულისთვის უმაღლესი სასჯელის ზომას ითხოვენ: „სამხრეთის კარიბჭეში“ ეწერა შეურაცხადია და შეიძლება გამოუშვანო. ეგ შეურაცხადი არ არის, მე ვასწავლიდი სკოლაში 1997-1998 წლებში, მეურნეობა ჰქონდა, ყიდდა ბაზარზე რაღაცეებს და ფულსაც იღებდა. ასე შეურაცხადები არ იქცევიან“.

აქცია „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციასთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია რედაქციასთან გოგაშნელებმა 11 დეკემბერს, ღამითაც გამართეს. მათ "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებული სტატია, გააპროტესტეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძის ცემასა და გაუპატიურების მუქარაში დადანაშაულებას ეხება. გოგაშნელებმა რედაქცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

რას ითხოვენ გოგაშნელები

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოგაშნელების აქცია "სამხრეთის კარიბჭესთან" [Video]
“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება
გოგაშნელების აქცია "სამხრეთის კარიბჭესთან" მეორე დღესაც გაგრძელდა
ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ყარათუბნელები სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ
თეიმურაზ კალანდაძე შსს–დან გაათავისუფლეს