FM97.5 / LIVE

BP სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივების განვითარებას უწყობს ხელს (R)

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 11.12.2014
თანადაფინანსება კოოპერატივების შექმნა-განვითარებისთვის. BP სამცხე–ჯავახეთში მეკარტოფილეობის, მეფუტკრეობის, მეცხვარეობისა და რძის წარმოების განვითარებას უწყობს ხელს.

BP სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივების განვითარებას უწყობს ხელს (R)

პროგრამის ფარგლებში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ, 2003 წლიდან სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არაერთი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებს სამცხე–ჯავახეთში (მილსადენის დასავლეთ მარშუტი), „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

პროგრამა CDI მილსადენის დასავლეთ მარშრუტის მიმდებარე სოფლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას თანამონაწილეობრივი სოციალ–ეკონომიკური პროექტების თანადაფინანსების გზით.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასოფლო კოოპერატივის შექმნისა და განვითარების თანადაფინანსება, უფასო საკვალიფიკაციო სწავლება და კონსულტაციები.

მეკარტოფილეობის კოოპერატივი წყალთბილაში

BP სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივების განვითარებას უწყობს ხელს (R) სიმონ დარბინიანმა, არმიკ არუთინიანმა და არუთუნ პოზოიანმა მეკარტოფილეობის კოოპერატივი „ელიტა“ 2014 წლის მაისში დააფუძნეს და როგორც კოოპერატივის დირექტორი სტეფან საფარიანი ამბობს, კოოპერატივის შექმნაში მათ BP დაეხმარათ.

„მარტში დავწერეთ პროექტი და თვენახევრის შემდეგ 23,490 ლარით დაგვიფინანსეს. ამ თანხით შევიძინეთ ტრაქტორი, აგრეგატები. ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი წელიდაწი იყო. 30 ტონამდე გავყიდეთ, დაახლოებით 180 ტონამდე კიდევ გასაყიდი გვაქვს. მოგვყავს მაღალი ხარისხის სათესლე კარტოფილი. კლიენტები რეგიონის ფერმერები არიან“, – ამბობს საფარიანი და ამატებს, რომ კარგი ხარისხის თესლის მისაღებად კარტოფილს მაღალმთიან რაიონებში თესავენ, – „დათესილი გვაქვს წყალთბილაში, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში“.

მისივე თქმით, ვიდრე BP დაეხმარებოდათ, ფერმერთა ჯგუფებს მოსავალი მოჰყავდათ, თუმცა, გაცილებით ძვირი უჯდებოდათ, რადგან ტრაქტორის ქირაობა უწევდათ. ახლა კი, რადგან ტექნიკა ჰყავთ, შედარებით დიდ ფართობებზე თესავენ: „6 ჰა–ზე კარტოფილი დავთესეთ, 3 ჰა–ზე კი ხორბალი. შედეგი ძალიან კარგი გვაქვს“.

სტეფან საფარიანი ამბობს, რომ კოოპერატივის შექმნაში და ფორმალური მხარის მოგვარებაში მათ რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები დაეხმარნენ.

„ვფიქრობთ მიწა 10 ჰა–მდე გავზარდოთ, მაგრამ პრობლემა შეგვექმნა საბუთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში და კოოპერატივი საკუთრებაში ვერ შეგვაქვს. ამ დროისთვის კოოპერატივში 1 ჰა გვაქვს შეტანილი. ჩვენ ძირითადად იჯარით აღებული მიწებით ვმუშაობთ“, – ამბობს იგი.
რეგიონული განვითარების ასოციაციაში განმარტავენ, რომ კოოპერატივის წარმომადგენლებს ფორმალური მხარის მოგვარებაშიც ეხმარებიან. ასევე უწევენ კონსულტაციებს და მონიტორინგს.

„პროგრამა 2015 წლის მაისამდეა და დაფინანსებული კოოპერატივები, ზემოხსენებული კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო მხარდაჭერას პროგრამის დასასრულამდე მიიღებენ“, - ამბობს კოკა დოღონაძე და დასძენს, რომ პროგრამის ფარგლებში RDA მჭიდროდ თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან და ყველა ინსტანციასთან რომელიც პროცესშია ჩართული. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად კოოპერატივების წევრებს საკუთრებაში არსებული და კოოპერატივში შესატანი მიწის რეგისტრაციის განახლება დაჭირდათ, რის გამოც სტატუსის მინიჭების პროცესი გახანგრძლივდა. პროცესის დაჩქარების მიზნით RDA-მ იშუამდგომლა საჯარო რეესტრთან და ორგანიზება გაუწია ყველა კოოპერატივის სტანდარტულ, ერთდროულ მომსახურებას.

როგორც RDA-ში ამბობენ, გეგმამ გაამართლა, რადგან საქართველოს მასშტაბით უკვე – 300-მდე კოოპერატივს მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის სტატუსი.

კოოპერატივი „ელიტა“ სეზონურად 40–მდე ადამიანს ასაქმებს. მუდმივად კი 9 ადამიანია დასაქმებული.

BP რეგიონში მეცხოველეობის განვითარებასაც უწყობს ხელს

BP სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივების განვითარებას უწყობს ხელს (R) მიმდინარე წელს, მარტის თვეში, BP- ის თანადაფინანსებით კოოპერატივი „წირის მერძევეები“ დაფუძნდა.

ლუდვიკ პეტროსიანი, რომელიც კოოპერატივის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ BP-ის დაფინანსების შემდეგ შედარებით მეტი ძროხა შეიძინეს და მესაქონლეობა გააფართოვეს. რძეს ახალციხისა და ბორჯომის ბაზრებში ჰყიდიან.

„დაგვაფინანსეს და ამ თანხით მეწველი ძროხები შევიძინეთ. თავიდან თორმეტი ძროხა გვყავდა, ახლა 34 გვყავს. ფერმა გავარემონტეთ. მომავალი წლისთვის ფერმაში რამდენიმე ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ, ამჟამად ჩვენი კოოპერატივის წევრები უვლიან საქონელს“, – ამბობს პეტროსიანი.

მისივე თქმით, მესაქონლეობის ფერმის გაზრდის მიზნით კოოპერატივში 4 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შეიტანეს: „გვაქვს სხვა ნაკვეთებიც, მაგრამ გაფორმებას ჯერ ვერ ვახერხებთ რადგან იჯარით არის აღებული და შესაბამისად ჩვენს სახელზე არ არის რეგისტრირებული“.

„BP გამოეხმაურა სახელმწიფოს მიერ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღებას და გადაწყვიტა კოოპერატივების განვითარების კომპონენტი დაემატებინა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) ფარგლებში, რადგან რესურსების გაერთიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფერმერებს“, – ამბობს კოოპერატივების განვითარების მენეჯერი კოკა დოღონაძე.
მსურველთა განცხადებების მიღება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა 47 ბიზნეს იდეა შემოვიდა. გამარჯვებულები კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდნენ.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნეს გეგმის მომზადებაში და ფინანსური დოკუმენტების შედგენაში. მეორე ეტაპზე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმების საფუძველზე 12–დან 4 კოოპერატივი დაფინანსდა: კარტოფილისა და კარტოფილის თესლის წარმოება სოფელ წყალთბილაში, რძის წარმოება სოფელ წირაში, მეფუტკრეობა წნისში და მეცხვარეობა სოფელ მინაძეში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ოთხიდან სამი კოოპერატივი უკვე მუშაობს და შემოსავალს ითვლის. საერთო ჯამში ოთხივე გუნდმა 13 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი შეიტანა კოოპერატივის ბალანსზე. გარდა ამისა, კოოპერატივების ბალანსზე შეიტანეს შენობები, მანქანა-დანადგარები, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში 208,100 ლარს აღწევს“.

თანადაფინანსება კოოპერატივების შექმნა-განვითარებისთვის. BP სამცხე–ჯავახეთში მეკარტოფილეობის, მეფუტკრეობის, მეცხვარეობისა და რძის წარმოების განვითარებას უწყობს ხელს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  შეიქმნა
სენაკში, სოფელ უშაფათში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილს აწარმოებს [R]
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა [R]