FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა

მთავარიეკონომიკა 19.04.2015
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 753 კოოპერატივს. მათ შორის 2015 წლის პირველ კვარტალში დარეგისტრირებულთა რაოდენობამ შეადგინა 272 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  შეიქმნასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი მიშელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 753 რეგისტრირებულ კოოპერატივს. მათ შორის 2015 წლის პირველ კვარტალში დარეგისტრირებულთა რაოდენობამ შეადგინა 272 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
კოოპერატივებში გაერთიანებულია 5032 მეპაიე და მეპაიეთა 22%-ს (1103 მეპაიე) შეადგენენ ქალები. სტატუსის მქონე კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალი შეადგენს 10 614 666.5 ლარს, ხოლო მობილიზებული მიწის საერთო ფართობი შეადგენს 15 140 ჰექტარზე მეტს.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კოოპერატივი შექმილია სამცხე – ჯავახეთში (119), ქვემო ქართლში (113) და აჭარაში (94).

მიშელაძის თქმით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროგრამაა კოოპერატივების აღჭურვა მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით პროგრამა ითვალისწინებს:

- მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის (თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი და ხელის სათესი) შეღავათიან ფასად – 900 ლარად გადაცემას კოოპერატივებისათვის;

- დევნილებისა და ეკო-მიგრანტების მიერ შექმნილ, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო, თუ გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი 1 ლარად;

მეკარტოფილეობის კოოპერატივების ტექნიკურ დახმარებაზე საუბრისას, გიორგი მიშელაძემ განაცხადა, რომ სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, 9 სასოფლო-განახორციელა 150 ტონა A კლასის კარტოფილის თესლის იმპორტი უშუალოდ მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მისივე ინფორმაციით: ENPARD GEORGIA – CARE International-ის პროექტის ფარგლებში შერჩეულია 10 კოოპერატივი. დაფინანსების საშუალო მაჩვენებელი ერთ კოოპერატივზე არის 30 000 ევრო, ხოლო დაფინანსების სრული მაჩვენებელი 300 000 ევრომდეა. თანამონაწილეობა კოოპერატივის მხრიდან-35 % . შერჩეული კოოპერატივების მოქმედების სფეროა: მარწყვის წარმოება (სათბური); ყვავილის წარმოება (სათბური); ჩაის წარმოება და გადამუშვება, თხილის წარმოება და გადამუშავება, სანერგე მეურნეობა, საკალმახე, ვაზის წარმოება.

ENPARD GEORGIA – People In Need (PIN) პროექტის ფარგლებში შეირჩა 28 ფერმერულლი ჯგუფი, რომელთაგანაც 9 კოოპერატივს გადაეცემა თანადაფინანსების გრანტი. საგრანტო დაფინანსების საშუალო მაჩვენებელია 22 000 ევრო, სულ კი 616 000 ევრო. შერჩეული კოოპერატივების მოქმედების სფეროა: რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ქათმის ხორცის წარმოება, თაფლის წარმოება, მწვანილის წარმოება, მეღვინეობა.

ENPARD GEORGIA – Mercy Corps-ის პროექტის ფარგლებში შეირჩა 52 ფერმერული ჯგუფი, რომელთაგანაც 14 კოოპერატივს გადაეცემა თანადაფინანსების გრანტი. საგრანტო დაფინანსების მაჩვენებლები სულ არის 477,923 ევრო. შერჩეული კოოპერატივების მოქმედების სფეროა: კარტოფილის წარმოება, თხილის წარმოება; ბოსტნეულის წარმოება, სიმინდის წარმოება, თხილის წარმოება, ვაზის წარმოება, თაფლის წარმოება.

ENPARD GEORGIA – OXFAM-ის პროექტის ფარგლებში კაპიტალური ინვესტიციის სრული მოცულობა – 550 000 ევრომდე. შერჩეული ჯგუფების/კოოპერატივების მოქმედების სფეროა: თხილის წარმოება – გადამუშავება, ხილ-ბოსტნეულისა და არამერქნული სატყეო პროდუქტების წარმოება-გადამუშავება, სოკოს წარმოება, სასაწყობე (მ.შ. სამაცივრე) მეურნეობა; მექანიზაცია.

[Sknesw.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სენაკში, სოფელ უშაფათში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილს აწარმოებს [R]
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
იწყება რეგისტრაცია მოტობლოკების აღჭურვის პროგრამაში [R]
ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
სამცხე–ჯავახეთში 28 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები