FM97.5 / LIVE

ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა

მთავარიეკონომიკა 07.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალციხეში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე რვა სუბიექტი დარეგისტრირდა.

ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
კოოპერატივების შექმნა მიმდინარე წელს დაიწყო. იმისათვის, რომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭოთ, ფერმერებმა რეგისტრაცია ჯერ საჯარო რეესტრში უნდა გაიარონ. ამის შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტებს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების მართვის სააგენტოში წარადგენენ, სადაც გადაწყდება მიენიჭებათ თუ არა კოოპერატივის სტატუსი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში უკვე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე რვა სუბიექტი დარეგისტრირდა. აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ახალციხე ერთ–ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ყველაზე მეტი კოოპერატივი შეიქმნა.
„ერთობაში“, რომელიც ქალაქ ახალციხეში შეიქმნა, 9 ფერმერია გაერთიანებული. მათ საქმიანობას მეკარტოფილეობა და მებოსტნეობა წარმოადგენს.

„წირის მერძევეები“ სოფელ წირაში შეიქმნა. აქ 4 ფერმერი ერთიანდება და მათი საქმიანობა საქონლის მოშენება და საკვები პროდუქტების მიღება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაციაა.

„ელიტა“ სოფელ წყალთბილაში მცხოვრები ფერმერების გაერთიანებაა, აქაც ოთხი წევრია. მათი ძირითადი საქმიანობა კარტოფილის, კარტოფილის თესლის, მარცვლეული კულტურების მოყვანა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაციაა.

„საჩვენებელ საფუტკრეში“ ექვსი წევრი ერთიანდება, რომელთა ძირითად საქმიანობას მეფუტკრეობა და მასთან დაკავშირებული ნაწარმის, თაფლის, ცვილის, რძის დინდგელის, ჭეოსა და შხამის მიღება–გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია წარმოადგენს.

კოოპერატივი „გ.მ.გ.ნ.კ.“ სოფელ მინაძეში შეიქმნა. აქ ხუთი წევრია გაერთიანებული. მათ ძირითად საქმიანობას ცხვრის მოშენება, ძვირფასი ნედლეულისა და საკვები პროდუქტების მიღება და რეალიზაცია წარმოადგენს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში სასოფლო–სამეურნეო სტატუსის მქონე ორი კოოპერატივია, „ჭაჭარაქი“ და „ჭალა“. მათ ძირითად საქმიანობას მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება წარმოადგენს. იგივე საქმიანობა აქვთ კოოპერატივ „მერცხალის“ წევრებსაც, რომელიც ახალციხეშია დარეგისტრირებული და რომელშიც 5 ფერმერი ერთიანდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურში განმარტავენ, რომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შექმნა გრძელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 28 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
სენაკში, სოფელ უშაფათში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილს აწარმოებს [R]
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა [R]
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  შეიქმნა
რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება