FM97.5 / LIVE

რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

მთავარიეკონომიკა 26.02.2014
რა არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; რა სიკეთეს მოუტანს ფერმერებს და რა საგადასახადო შეღავათები ექნებათ მათ - ამის შესახებ დღეს, 26 თებერვალს, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და კოოპერატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს.

როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე აღნიშნავს, ფერმერების მხრიდან დაინტერესება დიდია.

„ამ კამპანიის ფარგლებში ვხვდებით საქართველოს ყველა რაიონის ფერმერებს, გლეხებს, რომლებიც დაინტერესებული არიან კოოპერაციით. ვუხსნით რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ კოოპერატივში გაერთიანებამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების შემდგომ რა საგადასახადო შღავათები ექნებათ. ასევე, რა სახელმწიფო პროგრამები იგეგმება მათი განვითარებისთვის და ასე შემდეგ“, - განმარტავს იგი.

მიშელაძე ამბობს, რომ კოოპერატივი სტატუსის მინიჭებისთანავე ექცევა საგადასახადო შეღავათების არეალში: „მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივი არის მეწარმე სუბიექტი, განხორციელებული საკონონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ხდება გრანტის მიმღები, რომლისთვისაც გადაცემული გრანტი იქნება დაუბეგრავი. გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში. ამ ეტაპზე უკვე შემუშავებულია და დამტკიცების ეტაპზეა მცირეგაბარიტიანი ტექნიკის საშეღავათო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემათ“.

გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, ამ მიმართულებით გრანტი „რეგიონული განვითარების ასოციაციასაც“ აქვს გამოცხდებული.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ბი-პის დაფინანსებით დაახლოებით 500-დან 20 ათას დოლარამდე გრანტი გამოაცხადა. ეს თანხა გადაეცემათ კოოპერატივებს, რომლებსაც აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს გეგმა. თუმცა, ეს ეხება სამცხე-ჯავახეთის მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტს: ბორჯომს, ადიგენსა და ახალციხეს“, - განმარტავს „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დარეგისტრირება უკვე მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ალექსი კოსტანიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სოფლის მურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია სოფლად კოოპერატივების შექმნა.

„კოოპერატივები ბევრად უმარტივებს მოსახლეობას როგორც მიწის დამუშავებას, ასევე პროდუქციის წარმოებასა და მის რეალიზაციას. ჩვენ სამსახურში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია უკვე 35 ფერმერი, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩამოაყალიბონ“, - ამბობს ალექსი კოსტანიშვილი.

ხაჩატურ ჩახოიანი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ცხოვრობს, ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივის ჩამოყალიბების სურვილი გაუჩნდა.

„დიდი ხანია სოფლის მეურნეობის სფეროში ძალების გაერთიანებას ვცდილობ, საბედნიეროდ დაიწყო კოოპერატივების განვითარების პროგრამა. ვფიქრობ, რომ წყრუთში სარწყავი წყლის სისტემის არ არსებობის გამო, კოოპერატივის ჩამოყალიბება მეცხოველეობის კუთხით გაამართლებს“, - ამბობს იგი.

რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
სენაკში, სოფელ უშაფათში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილს აწარმოებს [R]
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა იწყება
ახალციხეში რვა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
სამცხე–ჯავახეთში 28 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა
ფერმერებს წარმოებული პროდუქტის ბრენდირებაში სახელმწიფო დაეხმარება