FM97.5 / LIVE

ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა

მთავარისაზოგადოება 10.12.2014
ახალციხეში „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწდომობის სასტიპენდიო პროგრამა - English Access Microscholarship Program“ დასრულდა. პროგრამის მეორე გამოშვების კურსდამთავრებულებს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა სერთიფიკატები გადასცეს.

ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწდომობის სასტიპენდიო პროგრამის“ მონაწილე 25 ბავშვს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა კორტნი ოსტრიანიმ და პროგრამის მენეჯერმა ნანა იოსელიანმა სერთიფიკატები და ინგლისური ენის წიგნები გადასცეს.

პროგრამაში მონაწილე ბავშვებმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, ასევე საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში ყოფნის ამსახველი ფოტოკოლაჟი აჩვენეს.

„ეს პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება.
არა ერთ გამოსაშვებ საღამოზე ვყოფილვარ, მაგრამ ამდენი აქტიური ბავშვი არ მინახავს. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მომავალში სხვადასხვა სარბიელზე ვიხილავ“, – ამბობს ამერიკის საელჩის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი კორტნი ოსტრიანი.

„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწდომობის სასტიპენდიო პროგრამა - English Access Microscholarship Program“ რომელსაც ამერიკის საელჩი აფინანსებს ახალციხეში ოთხი წელია ხორციელდება. პროგრამის პირველი გამოშვება ორი წლის წინ იყო. ახალციხის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში სულ 41 ბავშვი ჩაერთო.

პროგრამის მენეჯერი ნანა იოსელიანი ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები წარმატებულები ხდებიან.

„პროგრამა ოთხ წელზე მეტია საქართველოს 10 რეგიონში ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში ეკონკომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან სულ 250 ბავშვი ჩაერთო. ასაკობრივი ჯგუფი 13-დან 16-წლამდე განისაზღვრება“, – ამბობს ნანა იოსელიანი და აქვე ამატებს, რომ დიდი იმედი აქვს, რომ ახალციხეში „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწდომობის სასტიპენდიო პროგრამა კიდევ გაგრძელდება.

ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა
ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს