FM97.5 / LIVE

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2016
სამცხე-ჯავახეთის ინგლისური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარების სიახლეები გააცნეს.

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
დღეს, 28 მაისს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისთვი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით (ETAG) გაიმართა.

კონფერენციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ჯგუფის და ახალციხის რესურსცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე, რომელიც სამ-სამ სესიად გაიმართა, ყურადღება მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ეფექტურობის გაზრდაზე გამახვილდა.

„პედაგოგებს ვესუბრე იმ ახალ ფორმატზე, რომლითაც წელს გამოცდის ჩაარება მოუწევთ. ეს არის ნახევრად ელექტრონული ფორმატი, რაც მათთვის სიახლეა და ვარჯიში ნამდვილად მოუწევთ“, - ამბობს უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ტყემელაძე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინგლისური ენის ექსპერტ -კონსულტანტის ნონა პოპიაშვილის თქმით, ინგლისური ენის პედაგოებისთვის შეიქმნა ახალი სატრენინგო პროგრამა, რომლიც დახმარება მათ 8 ივლისს დაგეგმილი გამოცდის ჩაბარებაში.

„კარიერული წინსვლისა და მომზადების სქემის იმპლემენტაცია მიდის და ამ ეტაპზე საქართველოში ყველა მასწავლებელი ამ კატეგორიების მიხედვით არის გადანაწილებული. უმეტესობა არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, გვყავს მცირე ნაწილი უფროსი მასწავლებლის, კიდევ უფრო ცოტა წამყვანი და ჯერ არ გვყავს მენტორი მასწავლებელი. მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება, რომ ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაინაცვლონ შესაბამისი აქტივიობების განხორციელებისა და შიდა დაკვირვების შემდეგ. ეს ყველაფერთან ერთად მათ ხელფასზე აისახება“, - ამოს ნონა პოპიაშვილი.

დღევანდელი კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით გაიმართა.
„პროგრამის „პატრნიორები განათლებაში“ ფარგლებში, აშშ–ი ვიყავი. ამერიკის საელჩომ გამოაცხადა გრანტი, მივიღეთ მონაწილეობა და ამ გრანტის მოპოვების შემდეგ შედგა ეს შეხვედრა. ტექნოლოგიების საუკუნეა და გადავწყვიტეთ ტექნოლოგიებზე ყოფილყო კონფერენცია. როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა კლასში ტექნოლოგიები, რომ მიაღიწოს წარმატებას გაკვეთილზე“, - ამბობს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ETAG-ს წარმომადგენელი გულიკო ჯანოვა.

საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) კაბინეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია არსეობს, სადაც ინგლისური ენის პედაგოგებს შეუძლიათ უნივერიტეტთან თანამშრომლობით კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

დღეს, 12:00 საათზე ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდება
ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად