FM97.5 / LIVE

კონფერენცია Onlin-რეჟიმში

მთავარისაზოგადოება 29.08.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოქალაქეთა შეკითხვებს ხვალ ON-LINE-რეჟიმში უპასუხებს.

კონფერენცია Onlin-რეჟიმში

”ხუთშაბათს 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე, ერთი საათის განმავლობაში, თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე უპასუხებს.
გთხოვთ იაქტიუროთ!!!
გთხოვთ, გააზიაროთ აღნიშნული განცხადება და მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ეს დაგვეხმარება კონფერენციის ნაყოფიერად და ყველასათვის საინტერესოდ ჩატარებაში.
შემოგვიერთდით!!!” - ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი რამდენიმე დღეა ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი პროექტის ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში გააქტიურდა. როგორც პროექტის მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე ამბობს, გააქტიურებამდე გვერდს 61 მოწონება ჰქონდა, ახლა კი ეს ციფრი 1774-ს აღწევს. პროექტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. პროექტი USAID-ის დაფინანსებული ”დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” პროგრამის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ჯაბა ნათენაძე ამბობს, კონფერენცია ხვალ პირველად გაიმართება და სამომავლოდ სისტემატურ ხასიათს მიიღებს: ”შემოსულ კითხვებს პასუხებს ის პირები გასცემენ, ვისთან მიმართებაშიც ყველაზე მეტი კითხვა იქნება”.

ნათენაძის თქმით, ფეისბუქის გვერდმა გაზარდა მოსახლეობის ინფორმირულობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ სასურველ კითხვებზე პასუხები ოპერატიულად მიიღონ: ”ჩვენ გვინდა რომ გავაადვილოთ კავშირი. ასევე, გამოხმაურება აქვს ხშირად საზღვარგარეთიდან და კითხულობენ სად არის ეს მხარე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი სასუალებაა ტურისტული კუთხითაც”.

ამ ეტაპზე გვერდზე ძირითადად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და ახალციხის ციხის გახსნის ამსახველი ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალები დევს.

არის რამდენიმე გამოკითხვაც, სადაც ჯერ პასიურობა შეინიშნება. მოქალაქეთა შეკითხვები ოფიციალურ გვერდზე ჯერ-ჯერობით არ ჩანს. გვერდი მიმდინარე წლის 17 იანვარსაა შექმნილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს
გამგეობა Online-კონფერენციებს აგრძელებს
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხებს
მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს
რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დასუფთავების სამსახური უპასუხებს
ბესიკ ბლიაძის პასუხები მოსახლეობას