FM97.5 / LIVE

რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი

მთავარიპოლიტიკა 20.02.2013
ქალაქში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, წყლისა და გზების პრობლემები, - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ონლაინ კონფერენციაზე ამ შინაარსის კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა

რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს მეორედ მოუწია. რესპონდენტი მოქალაქეებმა თავად შეარჩიეს.

კითხვები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხებოდა. ბესიკ ხითარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ამზადებს შესაბამის პროექტებს, იმისთვის, რომ გარე განათებისა და შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყოს.

- ’შეკითხვები ძირითადად ქალაქში არსებული სასმელი წყლის სისტემას და მიმდინარე იფრასტრუქუტურულ პროექტებს ეხებოდა. ასევე, მოქალაქეები დაინტერესდნენ რატომ არის გათიშული 9 აპრილის ქუჩაზე შუქნიშანი, იგეგმება თუ არა ხელოვნური ტბის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა და დამატებით რაიმე ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, აინტერესებდათ იგეგმება თუ არა შიდა გზების რეაბილიტაცია და ქალაქისთვის წყალმომარაგების 24-საათიანი გრაფიკი. შეკითხვები ავარიულ ბინებთან დაკავშირებითაც იყო’, - განმარტავს პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის“ მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე. შეგახსენებთ, ონლაინ-კონფერენციები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება.

გარდა ამისა, მოსახლეობას აინტერესებდა, დაიწყო თუ არა ქალაქში მიმდინარე და დასრულებული მშენებლობების საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურმა. (მათ შორის ახალციხის ციხის მშენებლობისაც). ხითარიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტს მას შემდეგ მოიწვევენ, როცა პროკურატურა გასული წლის დოკუმენტაციის შესწავლას დაასრულებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი პროექტ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში გააქტიურდა. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს.

აღნიშნულ კონფერენციებს, დღეს ვებ-გვერდი „ელექტრონული ჩართულობა საქართველოში“ გამოეხმაურა:„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას – შექმნილი აქვთ ოფიციალური ვებ-გვერდი და გახსნილია მათი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ში. ეს მიანიშნებს მათ მზაობაზე ინოვაციური სერვისების დახმარებით პირდაპირი კავშირი დაამყარონ მოქალაქეებთან. აღსანიშნავია ახალციხის მუნიციპალიტეტის მაგალითი“, - ნათქვამია ვებ-გვერდზე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხებს
ბესიკ ბლიაძის პასუხები მოსახლეობას
მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს
კონფერენცია Onlin-რეჟიმში
გამგეობა Online-კონფერენციებს აგრძელებს
მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დასუფთავების სამსახური უპასუხებს