FM97.5 / LIVE

ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს

მთავარიპოლიტიკა 20.02.2013
დღეს, 20 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK- ის ოფიციალურ გვერდზე ON-LINE- კონფერენცია გაიმართება, სადაც უკვე მეორედ მოსახლეობის კითხვებს ბესიკ ხითარიშვილი უპასუხებს.

ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ON-LINE- კონფერენციაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK- ის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა: "ვინ გინდათ, რომ უპასუხოს თქვენს შეკითხვებს ON-LINE რეჟიმში? გთხოვთ დაწერეთ სამსახური ან კონკრეტული პიროვნება". მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, შეკითხვები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ ხითარიშვილთან აქვს. ნაწილს კი, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება საკრებულოს თავმჯდომარისგან სურს.

- "საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხი მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულს თავმჯდომარეს გაეცათ“, - განმარტავს პროექტის „გამჭვირვალე თვითმმართველობის“ მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე და ამატებს, რომ სავარაუდოდ მომდევნო კვირას, მოსახლეობის კითხვებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უპასუხებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK- ის ოფიციალური გვერდი პროექტ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში გააქტიურდა. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ON-LINE- კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა წარმომადგენელებთანაც გაიმართა,გასულ კვირას მოსახლეობის კითხვებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა უპასუხა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხებს
მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს
მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დასუფთავების სამსახური უპასუხებს
რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
კონფერენცია Onlin-რეჟიმში
გამგეობა Online-კონფერენციებს აგრძელებს
ბესიკ ბლიაძის პასუხები მოსახლეობას