FM97.5 / LIVE

'არა ძალადობას' – სოციალური კამპანია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 09.12.2014
შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას აგრძელებს; ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია შსს–ს წარმომადგენლებმა დღეს, 9 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს.

'არა ძალადობას' – სოციალური კამპანია ახალციხეში

"არა ძალადობას" – ასე ეწოდება სოცაილურ კამპანიას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს. შსს–ს თანამშრომლები დღეს სტუდენტებს ესაუბრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამცხე–ჯავახეთი ამ მხრივ მშვიდი რეგიონია და ოჯახში ძალადობის ფაქტები ნაკლებად ხდება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ძალადობა დასჯადია და მოქალაქეების სამართალდამცველებთან თანამშრომლობა აუცილებელია, იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება.

"ამ შეხვედრის მიზანია ერთად ვუთხრათ "არა ძალადობას“. ეს არის პრევენციული ხასიათის კამპანიაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ინფორმირებულობას", – ამბობს შსს–ს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ–გამომძიებელი ნონა გიქოშვილი.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ კამპანიაში ჩართულია არასამთავრობო სექტორი. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში მარეხი კირთაძე ამბობს, რომ სტატისტიკის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში ძალადობის ფაქტები არ გახშირებულა.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტების კითხვებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე და მისი მოადგილეები პასუხობდნენ.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ალექსანდრე ბერიძის თქმით, ოჯახში ძალადობის პრევენცია მხოლოდ ამ კამპანიის საშუალებით ვერ მოხერხდება: "ეს მხოლოდ სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ტარდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ. ამიტომ აუცილებელია მათაც იცოდნენ და მოხდეს მათი ცნობიერების დონის ამაღლება".

'არა ძალადობას' – სოციალური კამპანია ახალციხეში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ
შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქუჩის აქციებით შეუერთდებიან
დავით ზარიძე:  სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე